ფეხბურთი

14:00 | 21.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

უელბეკი მოიესის გადაწყვეტილების მოლოდინშია

 

ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა დანი უელბეკმა მუხლის ტრავმა მოიშუშა და შესაძლოა კვირას, დერბიში, "სიტისთან" ითამაშოს.

22 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა ტრავმის გამო ორი თამაში გამოტოვა. აქამდე უელბეკი ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, დერბის წინა შეკრებაზე კი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. მანჩესტერელთა შოტლანდიელი თავკაცი დევიდ მოიესი კლუბის ექიმებთან კონსულტაციას გამართავს და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, შეიყვანს თუ არა განაცხადში უელბეკს.

"წითელი ეშმაკების" თავდამსხმელები რობინ ვან პერსი და უეინ რუნი ბოლო მატჩებში კარგად გამოიყურებიან. აქედან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა უელბეკმა "სიტისთან" დერბიში ძირითად შემადგენლობაში დაიწყოს თამაში.

 

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.058855