ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა უეინ რუნიმ, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის წინ, Daily Mail-თან შესაძლო მეტოქეებზე ისაუბრა.
“ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლას სამი ესპანური გუნდი განაგრძობს და ყველა მათგანი ძლიერია. თუმცა, ჩემის აზრით, მიმდინარე სეზონში საუკეთესო ფეხბურთს “ჩელსი” აჩვენებს. მართალია ცოტა ხნის წინ ლონდონელები “ასტონ ვილასთან” დამარცხდნენ, მაგრამ მაინც ხარისხიან ფეხბურთს თამაშობენ. ძლიერად გამოიყურებიან “ბაიერნი” და პსჟ. ყველა გუნდი, რომელიც შეიძლება ჩვენი მეტოქე გახდეს, ძალიან ძლიერია და იოლი შეხვედრა არავისთან გვექნება” - განაცხადა რუნიმ.