ფეხბურთი

22:11 | 6.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

უეინ ბრიჯმა კარიერა დაასრულა

33 წლის ინგლისელმა მარცხენა მცველმა, უეინ ბრიჯმა კარიერა დაასრულა. ამ ინფორმაციას ბრიტანული Sportmole ავრცელებს.

ბრიჯი, მიმდინარე სეზონში, “რედინგში” თამაშობს, მაგრამ მუხლის ტრავმის გამო, ის მოედანზე მხოლოდ 12-ჯერ გავიდა. სწორედ ტრავმაა მის მიერ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების მიზეზი.

უეინ ბრიჯის კარიერა 1998 წელს, “საუთჰემპტონში” დაიწყო. შემდეგ მის კარიერაში იყო “ჩელსი”, “ფულემი”, “სიტი”, “ვესტ ჰემი”, “სანდერლენდი”, “ბრაიტონ ალბიონი” და ბოლოს “რედინგი”. 2002-2009 წლებში, ბრიჯმა ინგლისის ნაკრებში 36 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

თეგებიუეინ ბრიჯი
0.116953