ფეხბურთი

22:34 | 21.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

უეფას უარი “კოპენჰაგენს”

 ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კენჭისყრამ ერთმანეთს დნეპროპეტროვსკის “დნიპრო” და დანიის “კოპენჰაგენი” შეახვედრა. აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ცნობილი მოვლენები გამო სკანდინაველებმა უეფას დნეპროპეტროვსკის ნაცვლად მატჩის სხვა ქვეყანაში ჩატარება სთხოვეს. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ კოპენჰაგელთა თხოვნა უარყო.

bt.dk-ის ცნობით კოპენჰაგენში უეფადან ოფიციალური წერილი მივიდა, დანიელებს დნეპროპეტროვსკში ჩასვლა და ქვეყნის ვიცე-ჩემპიონს შეხვედრის გამართვა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მოსთხოვა.

0.128365