უეფას ჩინოსნებს ახალი იდეა დაებადათ. მათ სურთ საერთაშორისო კომერციული ტურნირის ჩატარება, რომელსაც “ერთა ლიგა” დაერქმევა. თუ იდეა განხორციელდა, ეს მატჩები გაიმართება ამხანაგური თამაშებისთვის გამოყოფილ დღეებში. როგორც გაირკვა, უეფას უახლოეს აღმასკომზე იგეგმება პროექტის განხილვა.
უფრო ვრცლად ამ იდეაზე: ევროპის 54 ნაკრები 9 დივიზიონად დაიყოფა რეიტინგის მიხედვით და თითოეულში 6 ნაკრები იქნება. ისინი ერთმანეთში ითამაშებენ და ერთი საუკეთესო ზედა დივიზიონში აინაცვლებს, აუტსაიდერი კი ერთი დივიზიონით დაქვეითდება.
მეტად არაფერია დაკონკრეტებული - ანუ როგორი იქნება ტურნირის სისტემა, მიმოსვლით იქნება თამაშება თუ არა. თუ აღმასკომზე გაიტანენ ამ საკითხს და დაამტკიცებენ, მაშინ გახდება ცნობილი ყველაფერი. მათ შორის, საპრიზო ფონდიც.
9 დივიზიონი თუ იქნება, დღევანდელი რეიტინგის მიხედვით, საქართველო ბოლოსწინაში მოხვდება.
I დივიზიონი: ესპანეთი, გერმანია, ჰოლანდია, იტალია, ინგლისი, პორტუგალია.
II: რუსეთი, საბერძნეთი, ხორვატია, შვედეთი, საფრანგეთი, ბოსნია.
III: დანია, უკრაინა, შვეიცარია, ბელგია, უნგრეთი, ჩეხეთი.
IV: ირლანდია, სერბეთი, ნორვეგია, სლოვაკეთი, თურქეთი, ისრაელი.
V: სლოვენია, ავსტრია, რუმინეთი, ჩერნოგორია, პოლონეთი, ფინეთი.
VI: შოტლანდია, სომხეთი, ბულგარეთი, ლატვია, ესტონეთი, ბელარუსი.
VII: უელსი, ჩრდ. ირლანდია, ალბანეთი, ისლანდია, ლიტვა, მაკედონია.
VIII: საქართველო, მოლდოვა, აზერბაიჯანი, კვიპროსი, ლუქსემბურგი, ყაზახეთი.
IX: ლიხტენშტეინი, ფარერები, მალტა, ანდორა, სან-მარინო, გიბრალტარი.