ცნობილი გახდა, რომ უეფას ფუტსალის თასის ფინალს უკრაინელი არბიტრი ოლეგ ივანოვი იმსაჯებს – ვინც უნდა გავიდნენ ფინალში. როგორც იცით, ოთხ საუკეთესო გუნდს შორის არიან თბილისის “იბერია სტარი”, ესპანური “ბარსელონა”, მოსკოვის “დინამო” და ყაზახური “ქაირათი”.
რა შეხსენება გინდათ, ოთხეულის მატჩებს თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს. ნახევარფინალების კენჭისყრა 27 მარტსაა. ნახევარფინალები 26 აპრილს გაიმართება, 28-ში კი ფინალი იქნება.