უეფას ვერსიით, გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ფრანკ რიბერი დასახელდა. ჟურნალისტებს შორის საბოლოო გამოკითხვა ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის დასრულებისთანავე ჩატარდა.
30 წლის რიბერიმ ლიონელ მესისა (“ბარსელონა”) და კრიშტიანუ რონალდუს (“რეალი”) აჯობა. როგორც წინასწარვე ცნობილი იყო, მადრიდელთა პორტუგალიელი შემტევი მონაკოში არ იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, რიბერიმ გერმანიის ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და უეფას ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა ფეხბურთელები გაყიდა შარშან საუთემპტონმა და კიდე უფრო მაგრად ათამაშდა. ეგეთი ძლიერია ვითომ კუმანი?