ფეხბურთი

14:07 | 3.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ კლოპს სასჯელი გაუხანგრძლივა

უეფამ, დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს, დისკვალიფიკაციის ვადა კიდევ ერთი თამაშით გაუხანგრძლივა. ეს ინფორმაცია, ცოტა ხნის წინ, გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში “ნაპოლისთან” მატჩისას, აგრესიულობის გამო, კლოპს ერთი თამაშის გამოტოვება მიუსაჯეს, მაგრამ მოგვიანებით, სასჯელი დაუმძიმეს და სპეციალისტი 22 ოქტომბერს “არსენალთან” გასამართ შეხვედრასაც, მხოლოდ ტრიბუნიდან მიადევნებს თვალს.

“ბორუსია” უეფას ახალი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

 

0.116092