“იბერია სტარის” დირექტორმა გიორგი დარჯანიამ ოთხშაბათს, მიხეილ მესხის სახელობოს სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უეფამ თბილისურ კლუბს უეფას ფუტსალის თასის ძირითადი ეტაპის ჯგუფური ტურნირის მასპინძლობაზე უარი უთხრა.
დარჯანიას თქმით, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან აქამდე ქართველ ფუტსალისტებს, საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე, ჯგუფური ტურნირის თბილისში ჩატარებაზე პრობლემა არასოდეს შექმნიათ.
“იბერიას სტარის” ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, დარჯანიამ ჟურნალისტებს კლუბის ოფიციალური განცხადებაც გააცნო:
“გუშინ საქართველომ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალს უმასპინძლა. დღეს კი, უეფამ საქართველოს ჯგუფური ეტაპის მასპინძლობაზე უარი უთხრა.
უარის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ საქართველომ უეფას ჩაუგდო პროექტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ფუტსალის შემდგომ განვითარებასა და პოპულარიზაციას ითვალისწინებდა. ამ პროექტის ფარგლებში, უეფა საქართველოს წლების მანძილზე უკმაყოფილებდა აბსოლუტურად ყველა მოთხოვნას საკლუბო თუ სანაკრებო ტურნირების მასპინძლობის თაობაზე. ამ პროექტის ბოლო ეტაპი იყო თბილისში ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარება და უეფას პრეზიდენტის ვიზიტი.
იმ ფაქტმა, რომ ლიგის ფინალიდან ორ კვირაში, ფინალის მასპინძელი კლუბი აღმოჩნდა უმძიმეს ფინანსურ კრიზისში და რაც ბევრად მნიშვნელოვანია – საქართველოში არ აღმოჩნდა არც ერთი კომპანია თუ სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც პრობლემით დაინტერესდებოდა და კლუბს გადარჩენაში დაეხმარებოდა, უეფას ნათლად დაანახა, რომ საქართველოში ფუტსალის პოპულარიზაციის და მასობრიობის გეგმა ჩავარდა. შედეგად, უეფამ ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობაზე უარი უთხრა.
ერთდერთი ორგანიზაცია, რომელმაც მსგავსი საკითხებისადმი უეფას დამოკიდებულება იცის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა. ამასთანავე, ფედერაცია ერთადერთი ორგანიზაცია აღმოჩნდა, რომელმაც “იბერია სტარს” თანადგომა ოფიციალურად გამოუცხადა და თბილისის მერიას შუამდგომლობით მიმართა. თუმცა, მერისს შესაბამისი სტრუქტურების ხანგრძლივი ფიქრისა და გაჭიანურებული პსუხის გამო, უეფაში საქართველოს იმიჯი შეირყა.
დღეს, ერთადერთი ადამიანი, ვინც განსაკუთრებით გაიგებდა შექმნილ სიტუაციას, ვინც ჩემპიონთა ლიგის მოგებისა და წაგების გემო იცის, კახა კალაძეა.
დღემდე, კახა კალაძე არ შეგვიწუხებია, მაგრამ ვიტოვებთ ბოლო იმედს, რომ საქართველოს ვიცეპრემიერს 3 ივლისამდე შევხდებით. ამ დღეს, უეფა ნიონში ჩემპიონთა ლიგის წილისყრას ატარებს და ოფიციალურად გამოცხადდება, “იბერია სტარი” რომელ დღეს, რომელ ქალაქში და რომელ საათზე, რომელ მეტოქეს დაუპირისპირდება.
ძირითადი დრო დასრულებულია, 3 ივლისს, თბილისის დროით 16 საათზე კი, დამატებითი დროც ამოიწურება”.
დარჯანიას თქმით, “იბერია სტარს” თვითლიკვიდაცია არ გამოუცხადებია. მისი განცხადებით, კლუბის დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი, რომელიც ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონს აქამდე აფინანსებდა, არსად წასულა და მზადაა, “იბერია სტარს” კვლავ დაეხმაროს. თუმცა, იმის ფინანსები აღარ აქვს, რათა ამ საქმეს თავი მარტომ გაართვას და მხარში ვინმე უნდა ამოუდგეს.
თუ “იბერია სტარი” შემოდგომაზე უეფას ფუტსალის თასის ძირითად ჯგუფურ ეტაპზე ვერ ითამაშებს, ამას უეფას მხრიდან სანქციები მოჰყვება, რაც დარჯანიას აზრით, ქვეყნის იმიჯს დაარტყამს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა ნაკრებში დაამატონ... ძალიან მიხარია გიოს წარმატება მაგრამ ნაკრებში მოხვედრა სტაბილური შრომის და ფორმის მერე უნდა ხდებოდეს
მაგრად გაუმართლა "დუისბურგს"! ჭანტურია მაგარი ფეხბურთელი დადგება!
ტორეს ნუ თარსავ თუ ძმა ხარ ძლივ რაღაც ნორმალურ კლუბში გაიჩითა
მაგრად გაუმართლა "დუისბურგს"! ჭანტურია მაგარი ფეხბურთელი დადგება!
იმედია დაადგა საშველი და ნახა გუნდი სადაც გააგრძელებს განვითარებას.
კლასი ამას აქვს, ვაკოს და ოქრიაშვილს, რაც ძალიან დეფიციტურია ჩვენს ფეხბურთში დღეს.
Erovnuli-Nakrebi (4508) უხერხული ნამდვილად არაა...გელაშვილმაც თავისი გოლი პირველივე თამაშში გაიტანა ბოხუმში და თან მანაც გადამწყვეტი და თან მანაც ძალიან ლამაზი
მტრენერს გუდავს სურათზე? :დ
გიო ქართული ფეხბურთის მომავალი და იმედია. კვალიფიციური მწვრთნელის ხელში ათამაშდება. წარმატებები.
ჭანტურია ანანიძე მჭედლიძე ყენია დაგვაკლდებიან
საღოლ! ნეტა ძაან დიდი სიხშირით გაიტანდეს გოლებს. ვინმემ ხომ უნდა ივარგოს ბოლოსდაბოლოს ჩვენგან.
federer (17)
და ერთ კლუბში დიდხანს იყოს
ძალიან კარგია რომ გატანა და იმედია კიდევ არაერთხელ გამოიჩენს თავს, მთავარია საკმარისი დრო ქონდეს სათამაშოთ
სულ სხვა რამეს ეხება და ერთ-ორი "ტკბილი" სიტყვის თქმა მინდა
გერმანია ამისთვის იდიალური ვარინტია, თუ რაიმე აკლია დისციპლინაა...მთავარია ძირითადში დაიმკვიდროს ადგილი და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ქონდეს, იმედია შემდეგ გოლს მომდევნო ტურშიც გაიტანს
წარმატებები....
მაგარი იყო BრAVO !!
მშვენიერი გოლია, ბრავო გიო! აბა შენ იცი, მასე გააგრძელე და ვისაც შენი წარმატება არ გაუხარდეს, იმის ხახაში გააკანკალა ბალოტელიმ თავისი "დიშლა"
ვინმემ ხო არ იცის გერმანიასთან შეუძლია ცხადაძეს ვინმეს დამატება განაცხადში? იქნებ დაამატოს წასვლა არ დაჭირდება დაელოდება იქ
კარგი ბიჭია და კიდევ უნდა მოუმატოს! გერმანია ზედგამოჭრილი იქნება მისთვის, დისციპლინის მხრივაც
რაც არ უნდა იძახოთ ჰეითერებმა მაინც მაგრად მევასება ცჰანტურა
აჰათ ლინკიცstripslashes((strlen('http://www.dailymotion.com/video/x38o9ks_1-0-giorgi-chanturia-goal-germany-2-bundesliga-05-10-2015-msv-duisburg-1-0-paderborn_news')>0?' http://www.dailymotion.com/video/x38o9ks_1-0-giorgi-chanturia-goal-germany-2-bundesliga-05-10-2015-msv-duisburg-1-0-paderborn_news':' http://www.dailymotion.com/video/x38o9ks_1-0-giorgi-chanturia-goal-germany-2-bundesliga-05-10-2015-msv-duisburg-1-0-paderborn_news'))
ნახეთ დაიდო უკვე აჭარასპორტზე
stripslashes((strlen('http://sport.adjaranet.com/videos/24576')>0?'http://sport.adjaranet.com/videos/24576':'http://sport.adjaranet.com/videos/24576'))
მეც ვნახე გოლი თამაშსაც მეორე ტაიმს ვუყურე, გოლი მთლიანად ჭანტურიას დამსახურებაა.ზანგმა სტენკა გაუთამასა მარა იმის მერე კიდევ 2 კაცი მოატყუა....
მართალია (შევჩე) ჭანტურიას, რომ შრომისმოყვარეობა და სტაბილურობა ქონოდა, აქამდე უკვე დიდ ფეხბურთს ითამაშებდა
ტორეს - გელაშვილი და ჭანტურიას შედარება ცოტა უხერხული ხომ არაა ? : D
ფეისბუქზე ვნახე მე გოლი დუისბურგის საიტზე დევს პროსტა მობით ვარ და ლინკს ვერ ვდებ
გელაშვილი სხვა შემთხვევაა. გელაშვილი გავარდნა ტიპია.
ჭანტურიას ეტყობა კლასი. ყოველთვის ეტყობოდა. თუნდაც გერმანიასთან რომ შემოვიდა, ვინც აკვირდებოდა, შეამჩნევდა, 2-3-ჯერ როგორ ტექნიკურად ითამაშა.
ამას სჭირდება მუდმივი სათამაშო პრაქტიკა და სტაბილურობა და ყველაფერი კარგად იქნება.
ეხლა ვერსად ვერ ვნახავთ გოოლს ძმებო?
ბიჭოოს ბიჭოოს, ეშველა ვითომ??? იმედია დაალაგებს აწი კარიერას და ამდენხნიან მოლოდინების გამართლებას დაიწყებს. წარმატებები.
იმედია ეგრე იქნება ამის იმედი იმიტო უნდა გქონდეს ადამიანს ვისაც ფეხბურთი უყვარს გაიგებს და მიხვდება, ამას ისეთი კლასნი იგრა შეუძლია ბევრ ქართველ ფეხბურთელს რო არც დაესიზმრება. უბრალოდ ზოგჯერ მოიკოჭლებს უთამაშებლობის გამო კლასით მესის გავს ძაან ეგრე იცის ბურთის ბზრიალი როგორც მესიმ და სწორედ ისეთი კომბინაცია გაათამაშა თანაგუნდელთან რო ბოლოს და ბოლოს თხარა საკაიფოდ ....................
ლინკი არ არის?
ხვალ დადებენ სავარაუდოდ
კარგია წარმატებები.. ეს ერთი და სხვა მრავალი
ნამდვილად კარგი გოლი იყო! ჯერ მთელი თამაში ველოდი, როდის გამოიყვანსთქო, მერე კი როდის შეაგდებსთქო. ისეთი თამაში იყო, რომ მჯეროდა გაიტანდა. იმედია უფრო მოუმატებს
მე კიდე როგორც კი ვნახე შეცვლა ჭანტურია როგორც კი შეიყვანა იქიდან დავიწყე ყურება მეც მიგრძნობდა გული კარგს მჯეროდა რო შეაგდებდა თან ლამაზ გოლს და 100 % ამიხდა ასე ამხდენოდეს ყველაფერი კარგი მე და თქვენც სუყველას ...
ვუყურებდი თამაშს და ისეთი კომბინაცია წამოიწყო მესისააქ ესეთი გატანილი კომენტატორმა გიორგი ჭანტურიას ქართველი მესი უწოდა გულშემატკივრები კიდე ჭანტურიას ყვიროდნენ მართლაც მაგარი ლამაზი გოლი გამოუვიდა ხვალ ალბათ დადებენ ვიდეოს და ნახეთ ...
კარგია იმედია არ მოდუნდება,თუ გახსოვთ გელაშვილმაც ესე დაიწყო ბოხუმში
მაგარი გოლი შეაგდო გიომ. ცოტა ხნით დაადუმებს ჰეითერებს
გამისწორდა, ჯანოს მერე ჭანტურია ყველაზე დიდი ტალანტია. ორივეს შეუძლია დიდი ფეხბურთელი გახდეს.
1 მერცხლით მოვიდა გაზაფხული ჰო DDDDDDDDDDDDDDDDDD
აბა რაააააა........