ფეხბურთი

17:20 | 24.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ “ბაიერნი” დასაჯა

უეფას სადისციპლინო კომიტეტმა მიუნხენის “ბაიერნს” 10 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. გარდა ამისა, “ალიანს არენას” 124-ე სექტორი “მანჩესტერ იუნაიტედთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ მატჩში უმაყურებლოდ იქნება. ამის შესახებ უეფას ოფიციალური საიტი იუწყება.

საქმე ისაა, რომ სწორედ ამ სექტორში, ლონდონის “არსენალთან” 1/8-ფინალური მატჩის დროს, მიუნხენელმა ქომაგებმა “მეთოფეები” შეურაცხყვეს. გერმანელებმა ლონდონელებს გეები უწოდეს, განსაკუთრებით კი, მათ ნახევარმცველ მესუთ იოზილს შეუტიეს.

ცნობისათვის, “მანჩესტერისა” და “ბაიერნის” პირველი 1/8-ფინალური მატჩი 1 აპრილს შედგება.

0.117617