ევროპის საუკეთესო კლუბის, მადრიდის “რეალის” საშინაო არენის ორი სექტორი, ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩის დროს, ცარიელი იქნება.
UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, “სანტიაგო ბერნაბეუს” 120-ე და 122-ე სექტორებში, ჩემპიონთა ლიგის მომდევნო თამაშის დროს, გულშემატკივრების შესვლა არ დაიშვება და ამ სექტორებში გამოკიდებული იქნება ბანერი წარწერით “არა რასიზმს”. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, “ბაიერნის” წინააღმდეგ გამართული მატჩის დროს მადრიდელი გულშემატკივრების მხრიდან რასიზმის გამოვლინებაა.