ფეხბურთი

17:09 | 11.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

UEFA-მ კურტუას “ჩელსის” წინააღმდეგ თამაშის უფლება მისცა

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს (UEFA) გადაწყვეტილებით, მადრიდის “ატლეტიკოს” კარის დარაჯს, ტიბო კურტუას ლონდონის “ჩელსისთან” თამაშის უფლება იმის მიუხედავად ექნება, თუ რა გარიგება აქვთ დადებული კლუბებს ერთმანეთთან.

ახალგაზრდა ბელგიელი მეკარე “ატლეტიკოში” “ჩელსიდანაა” განათხოვრებული. კლუბებს შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, თუ მადრიდელებს კურტუას ლონდონელების წინააღმდეგ გამოყენება მოუნდებათ, მათ თითო მატჩში 3 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის წილისყრის გამართვამდე, UEFA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმადაც, ტიბო კურტუას “ჩელსის” წინააღმდეგ თამაშის უფლება ნებისმიერ შემთხვევაში ეძლევა. ისე მოხდა, რომ წილისყრამ ერთმანეთს სწორედ “ატლეტიკო” და “ჩელსი” შეახვედრა.

გავრცელებული ინფორმაციით, UEFA-ს გადაწყვეტილებისგან დამოუკიდებლად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ კურტუა “ჩელსის” წინააღმდეგ ითამაშებს, მას მომდევნო სეზონში “ატლეტიკოში” აღარ გაანათხოვრებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127881