ფეხბურთი

19:35 | 3.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

UEFA-მ ევროპის ლიგის საუკეთესო 18 ფეხბურთელი დაასახელა

UEFA-ს ანალიტიკოსთა ჯგუფმა, ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, ევროპის ლიგის გასული გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.

ჩემპიონთა ლიგისგან განსხვავებით, საუკეთესოთა შორის ვიცე-ჩემპიონს უფრო მეტი წარმომადგენელი ჰყავს, ვიდრე ჩემპიონს. 18 მოთამაშიდან 5 “ბენფიკაში” ირიცხება, ხოლო 4 – “სევილიაში”. 4 წარმომადგენელი ჰყავს “იუვენტუსსაც”.

მეკარეები: ბეტო (“სევილია”), ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”);

მცველები: ელიაკიმ მანგალა (“პორტუ”), ეზეკიელ გარაი (“ბენფიკა”), ლეონარდო ბონუჩი (“იუვენტუსი”), ნიკოლას პარეხა (“სევილია”), გონსალო როდრიგესი (“ფიორენტინა”);

ნახევარმცველები: ანდრეა პირლო (“იუვენტუსი”), ბორხა ვალერო (“ფიორენტინა”), ივან რაკიტიჩი (“სევილია”), სტეფან მბია (“სევილია”), ნიკოლას გაიტანი (“ბენფიკა”), ანდრე გომესი (“ბენფიკა”);

თავდამსხმელები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”), გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”), ჯონათან სორიანო (“ზალცბურგი”), როდრიგო (“ბენფიკა”), ლაზარ მარკოვიჩი (“ბენფიკა”).

0.123964