უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგაში ახალი წესის დანერგვა იგეგმება. უეფა ფინალში გასული გუნდების ფეხბურთელებისთვის იქამდე მიღებული ყვითელი ბარათების გაუქმებაზე ფიქრობს.
“ევროპის ჩემპიონატზე ეს წესი უქვე მოქმედებს – ციტირებს პლატინის სიტყვებს ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი – ფინალში თამაში გუნდებს საუკეთესო შემადგენლობებით შეუძლიათ, რადგან გაფრთხილებების გამო მიღებული დისკვალიფიკაცია ყველას ეხსნება. ყვითლების განულების წესი ჩემპიონთა ლიგაზეც უნდა დავამკვიდროთ”.
შეგახსენებთ, ლიგის დღევანდელ ფინალში, რომელშიც ერთმანეთს მადრიდული კლუბები “რეალი” და “ატლეტიკო” დაუპირისპირდებიან, “რეალს” ყვითელი ბარათების გადამეტების გამო ნახევარმცველი ჩაბი ალონსო ვერ დაეხმარება.