უეფას 54-ვე წევრი ქვეყნის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს პროექტს რომლის მიხედვითაც ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ზამთარში გაიმართება. “ვიმსჯელეთ და იმ დასკვნამდე მივედით, რომ ყატარის მუნდიალი შესაძლოა, ზაფხულში არ გაიმართოს. ამას ყველა დაეთანხმა. მსოფლიო ჩემპიონატამდე კიდევ 9 წელიწადია და ფიფა ყველა ასოციაციებს უნდა დაელაპარაკოს და ყველასათვის მისაღები გადაწყვეტილება მივიღოთ. ვიმედოვნებთ, ფეხბურთი ამით მხოლოდ მოიგებს,” – უთხრა ინგლისის წარომადგენელმა BBC-ის.