ავტოსპორტი

1:18 | 9.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

უებერი და მასა მოწინავე პოზიციებზე

 

მართალია, თავისუფალ პრაქტიკებზე გუნდები კარგი შედეგისთვის თავს არ იკლავენ, მაგრამ ბრიტანეთის დიდი პრიზის თავისუფალ პრაქტიკებს მაინც მოუთმენლად ველოდით, რადგან სწორედ ამ უქმეებიდან შედის ძალაში ტექნიკური რეგლამენტის შესწორება, რომელიც ჩასაბერი დიფუზორის გამოყენებას ზღუდავს.

მაგრამ მოლოდინი მოლოდინადვე დარჩა, რადგან ორივე სესია წვიმის აკომპანიმენტით ჩატარდა, რის გამოც, მანქანების შეცვლილ შესაძლებლობებზე ვარაუდიც კი შეუძლებელი გახდა. ასეთ პირობებში, ჯერ მარკ უებერმა აჯობა ყველას, შემდეგ კი ფელიპე მასამ, ორი სესიის ჯამში კი ავსტრალიელის შედეგი საუკეთესოდ დარჩა.

სხვათა შორის, პირველი სესიის შემდეგ, ტექნიკურმა კომისიამ „მერსედესის“ და „რენოს“ ძრავებით მოასპარეზეთა თხოვნით, დროებითი გამონაკლისი დაუშვა და მათ შენელების პროცესში, ძრავის ნაწილობრივ დატვირთვის უფლება მიეცათ, ოფიციალურად კი გამოცხადდა, რომ ეს მხოლოდ ძრავების გამძლეობის უზრუნველსაყოფად კეთდება. სხვათა შორის, ორი წლის წინ, „რენომ“ სწორედ ამ მოსაზრებით მიიღო თავისი ძრავის სრულყოფის უფლება და სწორედ მას შემდეგ, „რედ ბულმა“ ჩასაბერი დიფუზორი ეფექტურად აამოქმედა...

მოკლედ, დიფუზორის შეზღუდვის შედეგს ალბათ კვალიფიკაციისა და რბოლისას შევიტყობთ, თუ რა თქმა უნდა, ამინდმა ამის საშუალება მოგვცა. პირველი სესიის 51 წუთი ისე მიილია, ტრასაზე ერთი მანქანაც არ გასულა. სესია კი ხაიმე ალგერსუარიმ გახსნა. მართალია, უებერმა საუკეთესო დრო აჩვენა, მაგრამ გაჩერებამ მოუწია - მისი ძრავის ტელემეტრიამ საეჭვო პარამეტრები აჩვენა... მართალია, საბოლოოდ ეჭვი უსაფუძვლო აღმოჩნდა, მაგრამ მეორე სესიაზე ოზი პილოტი, ვინც სილვერსტოუნის რბოლა შარშან მოიგო, მხოლოდ მე-14 შედეგს დასჯერდა.

პირველ სესიაზე მეორე საუკეთესო შედეგი მიხაელ შუმახერს ჰქონდა, ვინც აღიარა, რომ ბრიტანულ რბოლაში, წვიმის იმედი აქვს. მოკლედ, თავისუფალ პრაქტიკებზე ეს სურვილი შეუსრულდა, ახლა კი ჯერი კვალიფიკაციაზეა. სრული „ჩავარდნა“ ჰქონდა ჩემპოიონატის ლიდერ სებასტიან ფეტელს, ვინც მე-13 და მე-18 შედეგებს დასჯერდა.

პირველი სესიის მიწურულს სერიოზულუ ავარია მოუვიდა კამუი კობაიაშის, ვინც სველ კერბზე გადავლისას, თავის „ზაუბერზე“ კონტროლი დაკარგა. ბოლო მოსახვევში, კერბზე გავლისას მანქანა მაღლა ავარდა და ალბათ გადაყირავდებოდა, საბურავების დამცავ რიგს რომ არ დაჯახებოდა. მანქანა ძლიერ დაზიანდა, თუმცა იაპონელმა მეორე სესიაზე მაინც იასპარეზა და მესამე საუკეთესო შედეგიტაც გამოიჩინა თავი.

 

თავისუფალი პრაქტიკები

პირველი სესია

1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:46.603

2. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               1:47.263

3. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)                        1:47.347

4. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                           1:47.422

5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:47.562

6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:47.758

7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:48.161

8. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         1:48.549

9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:48.598

10. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1:48.678

11. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          1:48.730

12. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          1:48.778

13. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)          1:48.794

14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:48.809

15. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             1:48.841

16. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო)                          1:48.941

17. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         1:49.603

18. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:50.133

19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                                    1:50.222

20. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ლოტუსი)                 1:51.119

21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:52.470

22. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                1:53.143

23. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:53.469

24. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:54.334

 

მეორე სესია

1. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:49.967

2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:50.744

3. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                         1:51.395

4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         1:51.438

5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:51.518

6. ადრიან სუტილი (გერმანია,ფორს ინდია)               1:51.738

7. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)            1:51.781

8. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)                        1:51.992

9. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                           1:52.169

10. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          1:52.189

11. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         1:52.198

12. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)             1:52.325

13. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1:52.578

14. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                  1:52.587

15. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)               1:52.869

16. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო)                          1:54.023

17. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1:54.274

18. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)          1:54.545

19. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:54.714

20. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:55.155

21. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                                    1:55.155

22. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:55.549

23. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:55.828

24. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                1:56.037

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://formula1ge.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172953