ფეხბურთი

19:02 | 15.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“უდინეზეში” დარწმუნებულნი არიან, რომ დი ნატალე დარჩება

“უდინეზეს” სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯარეტა დარწმუნებულია, რომ მისი გუნდის 36 წლის თავდამსხმელი ანტონიო დი ნატალე ფეხბურთს მომდევნო სეზონშიც ითამაშებს.

მიმდინარე წლის დასაწყისში დი ნატალემ განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს ის ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს. მოგვიანებით, ვეტერანმა შემტევმა გადაწყვეტილების შეცვლა არ გამორიცხა.

“გვჯერა, რომ ტოტო ჩვენთან მომდევნო სეზონშიც ითამაშებს. დარწმუნებულნი ვართ, რომ ის კარიერის გაგრძელებას აპირებს.” – ციტირებს ჯარეტას სიტყვებს Gazzetta dello Sport-ი.

დი ნატალე “უდინეზეში” 2004 წლიდან თამაშობს. გასული 4 სეზონის განმავლობაში, ის სერია A-ში მინიმუმ 20 გოლის გატანას ახერხებდა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 11 ბურთია.

0.125601