“უდინეზეს” დირექტორი კრისტიანო ჯარეტა ადასტურებს, რომ 26 წლის კოლუმბიელი უნივერსალი ხუან კუადრადო “ფიორენტინას” სრულფასოვანი წევრი გახდება.
კუადრადო “უდინეზედან” “ფიორენტინაში” 2012 წელს, არენდის წესით გადავიდა. 2013 წელს, ფლორენციელებმა ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების ნახევარი გამოისყიდეს, ახლა კი, დარჩენილი ნაწილიც შეიძინეს.
“ვადასტურებ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა. შეთანხმებამდე მცირე დეტალებია დარჩენილი.” – აცხადებს კრისტიანო ჯარეტა.
გავრცელებული ინფორმაციით, “ფიორენტინას” კუადრადოს “უდინეზესგან” გამოსყიდვა და ფეხბურთელის “ბარსელონასთვის” 30 მილიონ ევროდ მიყიდვა აქვს გადაწყვეტილი.