შაბათ დღეს, სერია A-ში ის მატჩი გაიმართა, რომელსაც არანაირი პრაქტიკული მნიშნელობა არ ჰქონდა. უმოტივაციო „უდინეზე“ და „სამპდორიას“ ერთმანეთს უდინეში დაუპირისპირდნენ და გულშემატკივრებს უხვგოლიანი თამაში უჩვენეს.
თამაშის გმირად მასპინძელი გუნდის თავდამსხმელი ანტონიო დი ნატალე მოგვევლინა, რომელმაც სერია A-ში თავისი მე-7 ჰეთ თრიქი შეასრულა. 36 წლის თავდამსხმელმა ჯერ საჯარიმო დარტყმით იხეირა, შემდეგ პერეირას გადაცემას ცარიელ კარში დარტყმა მოაყოლა, ბოლოს კი, თავი მეტოქე ფეხბურთელის შეცდომის წყალობით გამოიჩინა.
დი ნატალეს 3 გოლის მიუხედავად, „უდინეზე“ მხოლოდ ქულას დასჯერდა. ამის მიზეზი ისაა, რომ გენუელთაგან ბრკიჩის კარი ოკაკამ, ედერმა და სორიანომ აიღეს.
უდინეზე-სამპდორია 3:3 (2:1)
უდინე, “ფრიული”
უდინეზე (4-3-2-1): ბრკიჩი, ვიდმერი, დომიცი, ბუბნიჩი (ლოპესი 78), გაბრიელი (ნალდო 18), პინცი, ალანი (ბადუ 65), ლაცარი, პერეირა, ფერნანდესი, დი ნატალე.
მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.
სამპდორია (4-2-3-1): ფიორილო, დე სილვესტრი, მუსტაფი, გასტალდელო, რეჯინი, კრსტიჩიჩი, პალომბო (რენანი 46), გაბიადინი (ვსზოლეკი 83), სორიანო, ედერი (სანსონე 66), ოკაკა.
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი.
გოლები: 0:1 ოკაკა (10), 1:1 დი ნატალე (26), 2:1 დი ნატალე (32), 2:2 ედერი (53), 2:3 სორიანო (55), 3:3 დი ნატალე (88).
გაფრთხილებები: პინცი 62, დომიცი 75, ლოპესი 77 (სათადარიგო) - მუსტაფი 42, ედერი 48.
მსაჯი: ფრანჩესკო პაოლო საია.
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 22 (12)-15 (4), კუთხური: 6-5, თამაშგარე: 4-0, სეივი: 1-9, ჯარიმა: 13-11.