ეგვიპტურ აინ ელსოჰნა-სუეცში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის ძირითად ბადეში სამი ქართველი ჩოგბურთელი მოხვდა და მათგან ერთმა პირველი წრის გავლაც მოასწრო. მე-8 ნომრად განთესილმა თათია მიქაძემ მასპინძელ იასმინ ჰამზავი არ დაინდო და მეტოქე 6:1, 6:0 გაანადგურა.
მეორე რაუნდში მიქაძის პირისპირ ესპანელ ლორენცო ფერნანდესსა და ეგვიპტელ ზეიტუნს შორის უმჯობესი დადგება. საწყის წრეში მე-4 რეიტინგის მქონე სოფო ქვაცაბაია რუს იულია პარასიუკს დაუპირისპირდება, ხოლო ეკატერინე გორგოძის პირისპირ იტალიელი ანდრეა-როქსანა ვაიდეანუ დადგება.
წყვილთა გათამაშებაში გორგოძემა და ქვაცაბაიამ მე-3 რეიტინგით მოასპარეზე ჰოლანდიელებს კილსდონკსა და კოეკს 6:4, 6:4 სძლიეს და მეოთხედფინალში ფრანგ ბერგოსა და სამხრეთაფრიკელ სიმონდსს გაეჯიბრებიან.
მეოთხედფინალშივე მე-3 ნომრად მიჩნეულ ჩეხურ დუეტს (გერლოვა-კრიეგშმანოვა) ეთამაშებიან მიქაძე და უკრაინელი ხარჩენკო, რომელთაც ამერიკელები ალენი და შოფილდი 5:7, 6:3, 10:8 დაამარცხეს.
სუეცის საჩოგბურთო ტურნირის საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარია.







