კალათბურთი

0:25 | 4.09.2014 | ნანახია 1789 - ჯერ

უდანაკარგო საბერძნეთი და უკმაყოფილო ხორვატია

ხორვატიის ნაკრების ბანაკიდან გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, ბალკანელთა ნაკრების მოთამაშეები უკმაყოფილონი არიან თავიანთი მწვრთნელის იასმინ რეპეჟას საქციელით. კერძოდ, კალათბურთელები დამრიგებელს სათამაშო დროის განაწილებაში არ ეთანხმებიან.

დღეს ხორვატები მუნდიალზე მეორედ დამარცხდნენ საბერძნეთთან, მანამდე წაგების სიმწარე კი სენეგალთან იწვნიეს. ელადელებთან დაპირისპირებისას ბალკანელებმა მესამე-მეოთხე პერიოდები თითო ქულით მოიგეს, მაგრამ ჩაგდებული მეორე მეოთხედის ფონზე საბოლოო წარმატების მისაღწევად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ბერძნებმა მიჯრით მეოთხე მატჩი მოიგეს და B ჯგუფს ლიდერობენ.

ლას პალმასში ლიტვამ სამხრეთ კორეა გაანადგურა, ბალტიისპირელთაგან საუკეთესო დონატას მოტეიუნასი იყო 18 ქულით, 7 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით. 

მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში

სევილია. ჯგუფი B

საბერძნეთიხორვატია 76:65 (16:14, 20:9, 15:16, 25:26)

ლას პალმასი. ჯგუფი D

ლიტვა – სამხრეთ კორეა – 79:49 (17:19, 22:10, 18:4, 22:16)


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:09 | 04.09.2014
irakli899 (1778)

ფუ რა ბანძი გაშუქებაა.. ან ჯგუფები დაწერეთ ყველა და ცხრილები გვაჩვენეთ, ან ნორმალურად გაუკეთეთ მიმოხილვე,, მსოფლიოა ბოლო-ბოლო რაიყოთ თქვენი პროფესია არაა?

08:29 | 04.09.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

საბერძნეთი სუპერ!
კორეა სასწავლებლადაა?

12:46 | 04.09.2014
BEERTRANCE (97819)

კორეა ეტყობა მართლა სწავლობს DDDDD

05:02 | 04.09.2014
chelidze (5010)

დამიჩაგრეს ხორვატია

09:35 | 04.09.2014
BEERTRANCE (97819)

რაღაც ვერ არიან ფორმაში.

01:34 | 04.09.2014
BEERTRANCE (97819)

კორეა ყველაზე სუსტი გუნდია.

01:31 | 04.09.2014
arturi-baierni (24493)

არადა რა 2 მეწერა DD

0.127314