ფეხბურთი

13:03 | 24.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

უცნაურია: “ორჰუსმა” ქართველების გარეშე ითამაშა

დანიაში “ორჰუსმა” შინ 3:1 სძლია “სონდერიისკეს” და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. უცნაურია, მაგრამ “ორჰუსის” მწვრთნელმა არცერთი ქართველი არ ათამაშა: დავით დევდარიანი და დავით სხირტლაძეც სათადარიგონი იყვნენ. მათე ვაწაძეს კი, როგორც იცით, ტრავმა აქვს.

უკრაინაში ჯაბა ლიპარტიას ‘ზორიამ” დონეცკში 0:2 წააგო “მეტალურგთან”. ჯაბა ლიპარტია სასტარტოში იყო და მე-60 წუთამდე ითამაშა. “ზორია” მე-7 საფეხურზეა.

რუსეთის პირველ დივიზიონში ნალჩიკის ‘სპარტაკმა” შინ 1:3 წააგო “ლუჩ-ენერგიასთან”. დავით სირაძემ შეუცვლელად ითამაშა და გაფრთხილებაც მიიღო, ხოლო გუჯა რუხაია 63-ე წუთზე შევიდა მინდორზე.

ვლადიკავკაზის “ალანიამ” მოსკოვში 0:2 წააგო “ტორპედოსთან”. ოთარ მარცვალაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ხოლო გოჩა ხოჯავა 57-ე წუთზე შეიყვანეს.

აკაკი ხუბუტიას “მორდოვიამ” შინ 3:0 სძლია “ანგუშტს”. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. “მორდოვია” მეორე საფეხურზეა, “ალანია” – მესამეზე, ხოლო ნალჩიკის “სპარტაკი” – მეთექვსმეტეზე.


0.118684