ფეხბურთი

21:01 | 21.09.2013 | ნანახია NaN - ჯერ

უცნაური სანახაობა ვაკეში: მოგება ერთი დარტყმით

უცნაური თამაში იყო: ცხინვალის “სპარტაკს” 92 წუთის განმავლობაში ერთხელაც არ შეუწუხებია როინ კვასხვაძე, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წამებზე კახა კაკაშვილმა დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა, ბურთი მინდორზე მეკარის წინ დაეცა და კვასხვაძემ ვერ მოიგერია - 1:0.

“სპარტაკს” ამ ტურამდე ქულაც არ ჰქონდა, ახლა კი ერთბაშად 3 აიღო და თანაც იმ დროს, როცა ერთ ქულაზეც ყაბულს იქნებოდა. “ზესტაფონი” კი... გორის “დილასთან” მშვენიერი თამაშისა და მოგების შემდეგ, ბევრი იფიქრებდა, იმერლები წარმატებულ სერიას გაჰყვებიანო, მაგრამ ეს “ზესტაფონი” იმდენად განსხვავდება გია გეგუჩაძისა და გია ჭიაბრიშვილის დროინდელი გუნდისგან, როგორც რატკო დოსტანიჩისა და მისი თანამემამულე რადომირ ანტიჩისა თუ ვუაიდინ ბოშკოვის სამწვრთნელო კარიერა. 

სიცხე იყო და ტემპიც ისეთი დუნე ვიხილეთ, მეტი არ შეიძლებოდა. განსაკუთრებით ეს ეხება პირველ ტაიმს, როცა ფეხბურთელები მოედანზე დადიოდნენ (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით). მხოლოდ ერთხელ, ტაიმის ბოლო წუთზე შეიქმნა ხიფათი, როცა ირაკლი ქობალიას აუღო გიორგი ნადირაძემ.

მეორე ნახევარში სტუმრებს გაცილებით მეტი შანსი ჰქონდათ და ხან არაზუსტად ურტყამდნენ, ხან მეკარე ნადირაძე თამაშობდა მშვენივრად. ილია კანდელაკის შეტევაში ჩართვის შემდეგ, გურამ სამუშიამ ახლოდან ოდნავ გადააცილა კარს, ამას მოჰყვა ქობალიას უზუსტობა და მისი ეფექტური თავურიც, რომელსაც ისევ ნადირაძე გაუმკლავდა.

მეორე ტაიმის შუაწელს ნადირაძემ ლევან შარიქაძის დარტყმული ბურთი სასწაულებრივად მოიგერია, ხოლო ყველაზე რთული მაინც ავთო ენდელაძის დარტყმულის კუთხურზე უკუგდება იყო - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მეკარე საუკეთესო იყო მატჩში.

კიდევ იყო მომენტები, რომელიც უფრო სპარტაკელთა არცთუ მწყობრი დაცვის დამსახურებაა, ვიდრე სტუმართა გააზრებული შეტევებისა: თედო გრიგალაშვილს თავური აუცდა, ხოლო 82-ე წუთზე სანდრო გურულის პასის შემდეგ, გიორგი ადამია ურტყამდა და მცველმა ლევან ქურდაძემ გადაარჩინა გუნდი.

ბოლო 10-15 წუთში ბევრჯერ გადარჩა “სპარტაკი”. შეცვლაზე შესული გურული ჩაერთო კარგად და მან ცოტა ენერგია შემატა შეტევებს, თორემ მანამდე “ზესტაფონის” შეტევები დუნე და ერთფეროვანი იყო. გუნდში ვერ აღმოჩნდა ისეთი შემტევი, რომელიც თავის თავზე აიღებდა ინდივიდუალურად თამაშს და რაიმე ორიგინალურის შექმნას. 

ბოლოს კი, “სპარტაკის” კონტრშეტევამ მოიტანა გოლი და სადებიუტო გამარჯვება.

მატჩის შემდეგ:

რატკო დოსტანიჩი: “მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ. როცა ამდენი საგოლე შანსიდან ერთსაც ვერ იყენებ, რთულია რამის თქმა. “დილასთან” კარგი თამაში ვაჩვენეთ, მაგრამ ბიჭებს ვეუბნებოდი, რომ “სპარტაკი” იოლად არაფერს დაგვითმობდა და ბრძოლა იქნებოდა საჭირო.

...ჩვენი მთავარი მინუსი ისაა, რომ მხოლოდ 4 კვირა გვქონდა ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად. შემადგენლობა თანდათან იკრიბებოდა: აჯურუ და გურული გვიან შემოგვიერთდნენ, ენდელაძესა და სამუშიას ასაკობრივ ნაკრებებში ჰქონდათ თამაშები. ეს ყველაფერი მოქმედებს”.

ვლადიმერ ხაჩიძე: “სიმართლე გითხრათ, ძალიან უკმაყოფილო ვარ ჩემი გუნდის თამაშის ხარისხით, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა გაგვიმართლა. წინა მატჩებში კი რამდენჯერმე იღბალმა გვაქცია ზურგი: “ტორპედოსთან” 4-5 მომენტიდან ერთიც ვერ გამოვიყენეთ, “მეტალურგთან” გოლი არ ჩაგვითვალეს... დღეს პირიქით, მეტოქეს არ გაუმართლა.

...წამყვანი ფეხბურთელები გვაკლდა. მგელაძესა და მეგრელიშვილს ტრავმა აქვთ. შონიას ერთი კვირაა არ უვარჯიშია და დღესაც არ გავიყვანდი მოედანზე, მაგრამ შევატყვე, რომ ნახევარდაცვაში ძალიან არეულად გვქონდა საქმე.

...გვაქვს რგოლებში საკადრო პრობლემა. ერთადერთი, მეკარის პოზიციაა, რომელიც არ მაფიქრებს. ველოდებით ვახტანგ ფანცხავას ათამაშებას. ის თუ სათანადო კონდიციებში შევა, დიდად დაგვეხმარება და ბევრ გუნდს გავუწევთ კონკურენციას. სხვაგვარად გაგვიჭირდება: დღეს, ფაქტობრივად, პირველი გოლი გავიტანეთ სეზონში. სულ მეორეა, მაგრამ ის ერთი საკუთარ კარში შეაგდო მეტოქის მცველმა”.     

“სპარტაკი” (ცხინვალი) - “ზესტაფონი” 1:0 (0:0)

21.09. 16:00. თბილისი. “მიხეილ მესხი”. 150 მაყურებელი

სპარტაკი: ნადირაძე, ჭაფოძე, ქურდაძე, კონსტანტინე ხიზანეიშვილი, ბურძენაძე (შონია 52), კილასონია, კვეკვესკირი, ჩაფიძე, თუხარელი (თექთურმანიძე 76), მეტრეველი, ფანცხავა (კაკაშვილი 66).

მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე.

ზესტაფონი: კვასხვაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, რენე ფერეირა, თედო გრიგალაშვილი, კანდელაკი, აჯურუ, შარიქაძე (ჭანტურიშვილი 69), კუტალია (სანდრო გურული 69), სამუშია (ენდელაძე 80), ადამია, ქობალია.

მწვრთნელი: რატკო დოსტანიჩი.

გოლი: 1:0 კაკაშვილი (90+3).

გაფრთხილება: თედო გრიგალაშვილი (34), კუტალია (43), კვეკვესკირი (54), მეტრეველი (70), ჩაფიძე (88).

მსაჯი: ლაშა სილაგავა. 

“ჩიხურა” (საჩხერე) – “დილა” (გორი) 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 ჯიღაური (20), 1:1 მოდებაძე (46), 2:1 ტატანაშვილი (54), 3:1 გაბედავა (90)

გურია (ლანჩხუთი) - მეტალურგი (რუსთავი) 3:1 (0:0)

გოლები: 0:1 კორღალიძე, 1:1 შენგელია (63) , 2:1 შალამბერიძე (83), 3:1 ჩიკვილაძე (90)

“ზუგდიდი” – “ტორპედო” (ქუთაისი) 0:0

“მერანი” (მარტვილი) – “სიონი” (ბოლნისი) 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 კუჭუხიძე (12), 2:0 ფარულავა (34)

ვიტ ჯორჯია (თბილისი) - დინამო (თბილისი) 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 გოგა (73), 0:2 გრიგალაშვილი (90)

 

სატურნირო მდგომარეობა

1. დინამო    6    4    1    1    11:4    13
2. ჩიხურა    6    4    0    2    13:8    12
3.    6    4    0    2     9:7    12
4.    6    3    3    0     6:3    12
5. გურია    6    3    0    3     6:8    9
6. ვიტ ჯორჯია    6    2    2    2     7:5    8
7. დილა    6    2    2    2     7:7    8
8. მეტალურგი    6    2    2    2     6:9    8
9. სიონი    6    2    1    3     7:7    7
10.    6    1    2    3     3:9    5
11. ზესტაფონი    6    1    1    4     5:7    4
12. სპარტაკი    6    1    0    5     2:8    3


შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

 

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.


კომენტარები (16)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:08 | 08.02.2017
პანტელეიმონი (4347)

+1

13:27 | 07.02.2017
Buratino (3505)

ეს ნაღდად აღარ ხუმრობს! დიდი სიხარულით აღვივსები თუკი გიორგი ნაკრებშიც ასე თავისუფლად და მაღალშედეგიანად გაირჯება. მაგ შემთხვევაში ჩვენი ნაკრები ბევრ ფავორიტს შეუქმნის სერიოზულ პრობლემებს

00:45 | 07.02.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ბრავო ტიპი ჰასანააა ვაითსაიდი დააფარა თავზე ყველას

23:46 | 06.02.2017
federer (17) (15576)

მაგარ ფორმაშია გიორგი და იშვიათია ისეთი გუნდი ევროპაში რომელსაც ზაზას და გიორგის დონის 2 ცენრი ყავს გუნდშიი და სხვა ბიჭებიც არ არიან ცუდ ფორმაში და ძალიან კარგი გუნდი უნდა იყოს ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრები და ვიმედოვნებ საუკეთესო ევროპის ჩემპიონატი იქნება ჩვენთვის

21:21 | 06.02.2017
juansher (788)

ქართული თქვენ მართლა არ იცით. ორადორი არა მოროდიორი. ორად ორი ბლინ.

19:09 | 06.02.2017
dixdavid (458)

მსოფლიოზე გასვლაც სავსებით რეალურია.
თუ ყველანი მწყობრში იქნებიან,12-ეულში აუცილებლად უნდა მოვხვდეთ.
მართალია, შესარჩევში ზაზა ვერ ითამაშებს, მაგრამ თუ შერმამ ასე გააგრძელა, ცენტრის პოზიციაზე არ უნდა გაგვიჭირდეს.
ასევე, აუცილებლად უნდა გამოვიძახოთ აკაკი დვალიშვილი.
კაცი რუსეთში, ლიგის ერთერთ საუკეთესო გუნდში თამაშობს, 10-15 წუთში 8-10 ქულაზე ნაკლებს არ დებს და არაფრით არ აღირსეს ნაკრები.

4 ნომერია, მაგრამ 5-ზეც შეუძლია თამაში და დარწმუნებული ვარ შერმას წარმატებით შეცვლის.

18:48 | 06.02.2017
dixdavid (458)

შემადგენლობიდან გამომდინარე, ევროპის 10 მოწინავე გუნდში ვართ, ნუ 12-ში ყველა ვარიანტში.
ესპანეთი
საფრანგეთი
საბერძნეთი
სერბეთი
იტალია
ლიტვა
ხორვატია
სლოვენია
საქართველო
თურქეთი
რუსეთი
მონტენეგრო
ჩეხეთი

აქედან ზოგს ვჯობივართ, თუმცა რეზერვის სიღრმიდან და ასაკში მყოფი მოთამაშეებიდან გამომდინარე, სიის თავში მყოფ გუნდებთან გაგვიჭირდება.
ამ ევროპაზე ჯგუფში მესამე ადგილი პროგრამა მინიმუმი უნდა იყოს.
არც ლიტვის ძლევას გამოვრიცხავ. სულ ცოტა გვაკლდება ხოლმე და როდესმე ხომ უნდა გავტეხოთ ნავსი.

21:01 | 06.02.2017
padoini96 (396)

აუცილებლად უნდა დავამატოთ მაგ სიას ლატვია, რომელსაც პორჟინგისი-ბერტანსის წყვილი ჰყავს და ასევე ბევრი მაგარი კალათბურთელი. მაგალითად:ტიმა, მეორე ბერტანსი. ასევე ისრაელი. გასაგებია, რომ ვარსკვლავები არ ჰყავს მაგრამ ისტორიას თავისი მიაქვს.

22:45 | 06.02.2017
dixdavid (458)

მართალი ხარ, მარტო პორზინგისი ღირს მთელ გუნდად.
ვაპირებდი ჩასმას, მაგრამ მერე ჩეხეთი გადავწყვიტე, ჩვენთვის უხერხული მოწინააღმდეგე რომაა იმის გათვალისწინებით.

18:37 | 06.02.2017
ბაგი-რეი (2264)

90% ის გუნდი იგებს რომელსაც სამქულიანების სროლა წაუვა. ბელგიამ რო მოგვიგო ეგეთი ყისმათა თამაშით აშშსაც დავდებთ ბეჭებზე.

18:17 | 06.02.2017
dixdavid (458)

ჩემპიონობა, ორი აზრი არაა ნაკლებად რეალურია.
თუმცა ყველაფერი ხდება.
მართალია, კალათბურთში უფრო ნაკლებად, ვიდრე ფეხბურთში, მაგრამ მაინც ხდება.
არამგონია საქართველოს ჩემპიონობა კალათბურთში უფრო არარეალური იყოს, ვიდრე საბერძნეთის ევროპის ჩემპიონობა ფეხბურთში.

18:10 | 06.02.2017
dubligi (1492)

ევროპის დადება არარეალურია, მაგრამ ამ გუნდს მეოთხედფინალზე ნაკლები შედეგი, უნდა ჩაეთვალოს წარუმატებლად...და მე ვთვლი, რომ ძალიან ძლიერი ტრენერი გვყავს კიდევ...მეოთხედფინალზე ნაკლებზე არ უნდა დადონ.....
თუმცა ადრეც ვთქვი...კალათბურთში რო შედეგი გვაქვს, ფეხბურთი ახლოსაც ვერ მოვა...

15:12 | 06.02.2017
iloreli (2516)

წინა ხაზი ევროპაში (ესპანეთის შემდეგ) საუკეთესო გვყავს თამამად შემიძლია ვთქვა. ზაზა ნაკრებში სხვაა, იმას რასაც ნბაში აკეთებს ნაკრებში ქულებსაც მიუმატებს.
გამთამაშებელი გვინდა ცოტა ნორმალური და დამიჯერეთ ჩვენი გუნდი არავისზე ნაკლები არაა..
მანუ, ვიქტორა, თოკო და ზაზა
ზამენიდან დიქსონა, სანაძე, ბექა და ყოჩაღა
გამთამაშებელ იოხტურ... ნუ ცინცაძე, ოღონდ მხოლოდ გამთამაშებლობა უნდა მოსთხოვოს ზურიამ, არავითარი პოინტგარდობა, ჰაჰა 2-3 სამიანი ისროლოს თუ მაინცდამაინც

16:22 | 06.02.2017
BEERTRANCE (97819)

მანუზე მეეჭვება რო ტრავმის მერე ფორმაშI ჩადგეს საევროპედ, და ალბათ მარტო დიქსონა გვეყოლება მსროლელად.

14:51 | 06.02.2017
BEERTRANCE (97819)

მემგონი მოიშორა "შებოჭილობის" სინდრომი შერმამ და ძალიან მახარებს/

14:31 | 06.02.2017
თენგაბი (950)

გიორგი ნბა-ში!

11:11 | 06.02.2017
dixdavid (458)

ვუყურე ამ თამაშს.
შერმადინმა ისეთი სახელი დაიგდო, რომ მის დანახვაზე უკვე აჟრიალებთ.
მუდმივად 2 კაცს ყავდა აყვანილი.
ერთი მისი უშუალო ვიზავის და მეორე მცველს (ხშირად ლარკინს), რომ ქვემოდან არ მიეღო ბურთი.
როგორც ჩანს, ყველაზე პრობლემატური შერმამდე ბურთის მიტანაა. ბურთი თუ მიიღო, ის 80% პროცენტით ჩავარდნილია.
არადა ბარნიანის, ლარკინის და კომპანიის წინააღმდეგ თამაში სულაც არაა ადვილი.
ასე თუ გააგრძელა, უბრალოდ ფენომენალური სეზონი გამოუვა.
სხვათაშორის ბექაც არ იყო ცუდი, რამოდენიმე უმნიშვნელოვანესი სამიანი ჩააგდო. ეგაა, პარტნიორები მაინცდამაინც ხშირად არ აძლევენ ბურთს და ცოტა დაცვაში უჭირს. არასაჭირო ჯარიმებს იღებს და დროზე ვერ ამოდის პერიმეტრის გადასაკეტად.
მაგრამ, არა უშავს, ეგ გამოსწორებადია, თან ეტყობა, რომ ძალიან მონდომებულია.
გუშინ მისი თამაშით მე კმაყოფილი დავრჩი.

14:02 | 06.02.2017
ssll (1520)

შენი ნაწერი უნდა იყოს კომენტარი და ზედა ნაჯღაპნი სტატია?!?!

14:20 | 06.02.2017
dixdavid (458)

11:00 | 06.02.2017
BEERTRANCE (97819)

ყოჩაღ, ეგრე უნდა იფრინო ევროპაზე.

10:42 | 06.02.2017
iloreli (2516)

ესენი ევროპას დადებენ თუ ყველა ფორმაში იქნება პაგალოვნად

13:25 | 07.02.2017
Buratino (3505)

ევროპის დადებაზე რა გითხრა მარა მინიმუმ ჯგუფიდან უნდა გავიდეთ და 1/8 ფინალის მოგებაც შევძლოთ (თუ ესპანეთი ან საფრანგეთი არ დაგვეჯახა). ასე რომ 1/4 ფინალი სულაც არაა შეუძლებელი, ხოლო თუკი ყველა ჯანმრთელად და ფორმის პიკში იქნება (და იღბალიც ხელს შეგვიწყობს), საუკეთესო 4 გუნდშიც მოხვედრაც შესაძლებელია

12:31 | 06.02.2017
eke99 (1362)

ევროპას დადებენ არა გადააბრუნებენ. რას დადებენ ღადაობ. 4 ში თუ შევლენ ეგ იქნება სასწაული. ცოტა რეალურად ვუყუროთ ყველაფერს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.232687
სარეკლამო ადგილი - 99
X x X