შესაძლოა, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილი ოდნავ უჩვეულოდ გამოიყურება, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ მადრიდის „ატლეტიკოს“ ლიდერობა დაუმსახურებელია.
მოგეხსენებათ, შაბათს, „ბარსელონა“ „ვალენსიასთან“ დამარცხდა და უახლოეს მდევრებს გადასწრების შანსი მისცა. „ატლეტიკომ“ ამით ბრწყინვალედ ისარგებლა და ცხრილის სათავეში მოექცა, „რეალი“ კი, ფრეს დასჯერდა და კვლავაც მე–3 ადგილზე დარჩა.
დიეგო სიმეონეს დამოძღვრილმა „ატლეტიკომ“ „სოსიედადს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით იმარჯვა. მასპინძლებმა სტუმართა რბევა 38–ე წუთზე დაიწყეს – დიეგო კოსტას დაბალ გადაცემას დავიდ ვილია გამოეხმაურა და ბურთს კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. მეორე ტაიმში, თავად კოსტამაც იხეირა – მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა შანსი გამოიყენა და ანგარიშში სხვაობა გაზარდა.
ორიოდ წუთში, ჟურან მირანდამ ზუსტი დარტყმით 3:0 გახადა ანგარიში და „ატლეტიკოს“ გამარჯვება გაუნაღდა. ყველაფერი ამით არ დამთავრებულა – „ატლეტიკოში“ იჯარით დაბრუნებულმა დიეგომ მადრიდულ კლუში გადასვლა გოლით აღნიშნა და ტაბლოზე 4:0 დააფიქსირა.
როგორც უკვე ვთქვით, წარუმატებელი მატჩი ჰქონდა მეორე მადრიდულ კლუბ „რეალს“, რომლისთვისაც „ბილბაოსთან“ ფრე სასურველი შედეგი ნამდვილად არაა. ბასკები თავს კარგად იცავდნენ და პერიოდულად, შეტევაშიც გადადიოდნენ. ასე იყო თუ ისე, უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, „სამეფო კლუბი“ ხესემ დააწინაურა, მაგრამ მასპინძლებს წონასწორობის აღსადგენად 10 წუთზე ნაკლები დასჭირდათ – იბაი გომესმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაჰკრა და სტუმრებს საქმე გაურთულა.
„რეალისთვის“, ვითარება მას შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა, რაც მთავარმა არბიტრმა მოედნიდან კრიშტიანუ რონალდუ გააძევა. მსაჯმა პორტუგალიელი არასპორტული საქციელისა და შეხლა–შემოხლისთვის დაითხოვა მინდვრიდან, მადრიდელები კი, კაცნაკლულნი დატოვა. უმცირესობაში დარჩენილმა სტუმრებმა გამარჯვება ვერ მოიპოვეს, მაგრამ ფრის წყალობით, „ბარსელონასთან“ ქულათა რაოდენობა გაათანაბრეს.
რაც შეეხებათ დანარჩენ მატჩებს, „ბეტისმა“ „ესპანიოლს“ 2:0 სძლია, „ელჩემ“ კი, „ალმერია“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
ელჩე. „მანუელ მარტინეს ვალერო“. 19000
ელჩე – ალმერია 1:0 (0:0)
ელჩე: ტონიო, ლომბანი, სუარესი, ალბაკარი, ბოტია (პელეგრინი 79), მარკესი, პერესი, ხილი, მანუ (ჩავესი 70), კორომინასი, ერერა (სანჩესი 84).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
ალმერია: ესტებანი, ტორსილერი, მანე, რაფიტა, ტრუხილიო, ვერსა, ტებარი (სორიანო 64), აზიზი, ვიდალი (დიასი 76), სუსო (ბარბოსა 64), სონგო.
მწვრთნელი: ფრანსისკო როდრიგესი
გოლი: 1:0 ერერა (59)
გაფრთხილება: მარკესი (49), ალბაკარი (72), პერესი (77), სუარესი (85) – სუსო (24), აზიზი (40), ტორსილერი (82)
გაძევება: სუარესი (90)
კარში დარტყმა: 13 (5) – 10 (2) ჯარიმა: 14 - 18 კუთხური: 8 - 3 თამაშგარე: 0 - 1 ბურთის ფლობა: 56% - 44% სეივი: 2 – 4
სევილია. „ბენიტო ვილიამარინი“. 32000
ბეტისი – ესპანიოლი 2:0 (0:0)
ბეტისი: ადანი, ამაია, ფიგერასი, ვერდუ, ნ’დიაიე, სევილია (იგებორი 78, მატილია 84), რეიესი, ხუანფრანი, კარლოსი, კასტრო, ჩული (ბაპტიშტაუ 59).
მწვრთნელი: გაბრიელ უმბერტო კალდერონი
ესპანიოლი: კასილია, კოლოტო, მორენო, როდრიგესი, ალვარესი (ფუენტესი 70), ხ.ლოპესი, სიმაუ, სანჩესი, დ.ლოპესი (გონსალესი 66), გარსია, კორდობა (სტუანი 61).
მწვრთნელი: ხავიერ აგირე
გოლი: 1:0 კასტრო (71), 2:0 კასტრო (89)
გაფრთხილება: სევილია (50), რეიესი (54), ფიგერასი (74) – სანჩესი (68)
კარში დარტყმა: 13 (3) – 6 (1) ჯარიმა: 15 - 15 კუთხური: 8 - 5 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა: 53% - 47% სეივი: 1 – 1
მადრიდი. „ვისენტე კალდერონი“. 52000
ატლეტიკო – სოსიედადი 4:0 (1:0)
ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, ხუანფრანი, ინსუა, გოდინი, გაბი, სუარესი, სოსა (დიეგო 58), კოკე (როდრიგესი 80), ვილია (გარსია 41), კოსტა.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
სოსიედადი: ბრავო, ანსოტეგი, კ.მარტინესი, ანხელი, გასტანიაგა, ი.მარტინესი, პრიეტო, სურუტუსა (აგირეჩე 64), პარდო, გრიზმანი (ჩორი კასტრო 81), ველა (სეფეროვიჩი 81).
მწვრთნელი: ჰაგობა არასატე
გოლი: 1:0 ვილია (38), 2:0 კოსტა (72), 3:0 მირანდა (74), 4:0 დიეგო (87)
გაფრთხილება: მირანდა (22), კოკე (39), გარსია (69) – სურუტუსა (17), მარტინესი (84)
კარში დარტყმა: 12 (6) – 10 (2) ჯარიმა: 16 - 13 კუთხური: 6 - 7 თამაშგარე: 5 - 0 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 2 – 2
ბილბაო. „სან მამეს ბარია“. 47000
ბილბაო – რეალი 1:1 (0:0)
ბილბაო: ირაისოსი, ბალენსიაგა, ლაპორტი, გურპეგი, სუსაეტა, იტურასპე, რიკო (ბენიატი 87), ერერა, დე მარკოსი (ირაოლა 58), ადურისი, მუნიაინი (გომესი 73).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
რეალი: ლოპესი, რამოსი, პეპე, მარსელო, კარვახალი (ვარანი 90), ალონსო, მოდრიჩი, დი მარია, რონალდუ, ბენზემა (მორატა 87), ხესე (ილიარამენდი 83).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
გოლი: 0:1 ხესე (65), 1:1 გომესი (73)
გაფრთხილება: იტურასპე (75) – ალონსო (30)
კარში დარტყმა: 9 (3) – 10 (3) ჯარიმა: 13 - 14 კუთხური: 6 - 3 თამაშგარე: 0 - 2 ბურთის ფლობა: 58% - 42% სეივი: 2 – 2