ბრესტის “დინამოს” ყოფილი ფორვარდი უჩა გოგოლაძე ერევნის “ბანანცში” ისინჯება. ამის შესახებ სომხური ინტერნეტპორტალი armsport.am-ი იუწყება.
23 წლის გოგოლაძე 2010-2013 წლებში ბრესტის “დინამოში” გამოდიოდა და 56 მატჩში 10 გოლი გაიტანა. შარშან დეკემბერში ქართველმა ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით ბელარუსებთან კონტრაქტი გაწყვიტა.
ამჯერად, ის “ბანანცის” რიგებში ვარჯიშობს, რომელმაც სომხეთის 8-გუნდიან ჩემპიონატის საშემოდგომო ნაწილი მე-4 ადგილზე დაასრულა.