ჩოგბურთი

0:11 | 20.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

უბრძოლველად, ნახევარფინალში

ქართველი ჩოგბურთელების – ეკატერინე გორგოძის და სოფო ქვაცაბაიას წყვილმა თელავში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ნახევარფინალში უბრძოლველად გააღწია.

საინტერესოა, რომ ქართულმა დუეტმა ორივე გასული რაუნდი ისე განვლო, რომ კორტზე საერთოდ არ გასულა. საწყის წრეში ეკატერინეს და სოფოს მე-4 ნომრად განთესილი უკრაინელი იანჩუკი და იტალიელი მატეუჩი არ გამოუცხადდნენ, ხოლო მეოთხედფინალში – უკრაინელი ფომინა და პოლონელი ზანიევსკა.

შეგახსენებთ, რომ ერთეულთა შეჯიბრის მერვედფინალში ერთადერთი ქართველი ჩოგბურთელია გასული: “უაილდ ქარდის” მქონე ქვაცაბაია ძალებს პირველი რეიტინგის მქონე უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან მოსინჯავს.

0.117108