ჩოგბურთი

14:48 | 23.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

უბრძოლველად გამოეთიშნენ

ქართველი ოქსანა კალაშნიკოვას და რუსი ალისა კლეიბანოვას წყვილმა მაიამის პრესტიჟულ ტურნირზე (საპრიზო ფონდი 5 427 105 დოლარი) ასპარეზობა უბრძოლველად დაასრულა.

კალაშნიკოვამ და კლეიბანოვამ საწყის რაუნდში “სონი ოუფენ ტენისის” პირველ რაუნდში ტაივანურ-სამხრეთაფრიკულ დუეტს (ჩუანგი-შეეპერსი) 6:3, 1:6, 11:9 სძლიეს, მე-5 ნომრად განთესილ ზიმბაბვურ-ინდურ წყვილთან (ბლეკი-მირზა) სათამაშოდ კი, რუსის ტრავმის გამო, აღარ გასულან.

ცნობისთვის, კალაშნიკოვამ და კლეინაბოვამ ფლორიდაში 120-120 სარეიტინგო ქულა მიიღეს.

0.112135