ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორებმა 2010 წლის ტურნირზე “უაილდ-ქარდი” თანამემამულეებს – ალისია მოლიკს, ოლივია როგოვსკას, ბერნარდ ტომიჩს, კარსტენ ბოლსა და ჯეისონ კუბლერს უბოძეს.
შეგახსენებთ, რომ აქამდე სპეციალური მიწვევა ცნობილმა ბელგიელმა ჩოგბურთელმა ჟუსტინ ენინმა მიიღო, რომელმაც კორტზე დაბრუნება სულ ახლახანს გადაწყვიტა.
ავსტრალიის ღია პირველობა მელბურნში 2010 წლის 18-31 იანვარს გაიმართება.







