ხუთშაბათს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ელიტრაუნდის გადამწყვეტი მატჩის წინ ბოლოჯერ ივარჯიშა. ვასილ მაისურაძემ გუნდი ნიონში, უეფას შტაბ-ბინასთან მდებარე სპორტკომპლექს “კოლოვრეის“ სტადიონზე ავარჯიშა, იქ, სადაც ხვალინდელი შეხვედრა უნდა გაიმართოს ჯგუფის პირველადგილოსნისა და ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელის გასარკვევად.
სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრებს ფრეც აძლევს ხელს, თუმცა, 19-წლამდელები ასპროცენტიანი შედეგის დადებას და ტურნირის მოგებით დასრულებას გეგმავენ.
ვასილ მაისურაძე მცირე დანაკლისს მაინც ვერ ასცდა. 2 დღეა არ უვარჯიშია ლევან შენგელიას, რომელსაც კვიპროსთან თამაშის შემდეგ სიცხე ჰქონდა და მხოლოდ დღეს იძუნძულა ვარჯიშზე. ტრავმა აწუხებს გიორგი აბურჯანიას და მისი მოედანზე გასვლის საკითხი მხოლოდ თამაშის წინ გადაწყდება.
ყველა სხვა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მონდომებით ემზადება ისრაელთან სათამაშოდ. მთავარმა მწვრთნელმა დღევანდელ ვარჯიშზე მოთამაშეები დიდად არ გადატვირთა.
გულშემატკივართა დიდი ინტერესისა და ჩვენი მცდელობების მიუხედავად, მატჩის ტრანსლირება ვერ ხერხდება, რადგან შვეიცარიული მხარე მატჩის გადაღებას არ აპირებს. ჩვენის მხრივ, ვეცდებით ყველა დეტალი ოპერატიულად გაცნობოთ სფფ-ის ფეისბუქის ოფიციალური გვერდის მეშვეობით.
სფფ-ის პრესსამსახური
ლოზანა, შვეიცარია
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კაი კაცი ხარ მარეკ
ერთი ეგ იროკეზი მოიშორე და უფრო კარგი იქნები
პირველი ჰამშიკზე იყო ტაციაობა მაგრად დარჩა ნაპოლში და არ წავიდა არსად საღოლ მაგარი კაცია.. წელს სკუდეტო თქვენია მარეკ

მაგრად მევასება ჰამშიკი, ლავეცი-კავანიზე არაფრით ნაკლები არიყო იმ ნაპოლისთვის ლიგაზე რომ თამაშობდა, მაგრამ თითქოს ჩრდილში მოექცა და მათზე უფრო ლაპარაკობდნენ....
ეს ნაპოლის ლეგენდა გახდება და უკვე არის ! წარმატებები ნაპოლის და ჰამშეკკსსს აბა თქვენ იცით მილანთან ერთად მინდა რო ჩემპიონები გახდეთ
მილანთან ერთად როგორ გხდებიან?
))
მე შენ მეგონე ერთნაიირი ფოტოები რო გიყენიათ

ანუ მინდა რომ მილანმა ან ნაპოლიმ მოიგოსო მგონი ეგ იგულისხმა და აზრი ვერ ჩამოაყალიბა
პიპიტამ უკვე სადებიუტო თამაშში გაუტანა გოლი ბენფიკას.
პიპიტა რა მაგრად მევასება ))) მაგრადაც ვაფასებ ))
ნაპოლის მაგრად ვბალეშიკობ ამ სეზონში, მადრიდისტების პონტში )))
ჰო მალე მორჩებ იუვეს დომინირებაა სერია ა-ში