სხვა

17:25 | 11.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

თვაურმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

1-10 აპრილს, თურქეთის ქალაქ ალანიაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა, სადაც თავი ქართველმა მოცურავე ნიკა თვაურმა გამოიჩინა.
შეჯიბრებაზე, რომელშიც 20 ქვეყნის მოცურავეები გამოდიოდნენ, თვაურმა ორმოცდაათ მეტრზე ბრასით ცურვაში მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამ გამარჯვებით, ნიკამ ევროპის ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა, რომელსაც ივლისში გერმანია უმასპინძლებს.
ქართველ სპორტსმენს ევროპირველობაზე 2012 წელს ლონდონში გასამართი პარაოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვების შესაძლებლობაც ექნება.
საინტერესოა, რომ თვაურის მიერ მოპოვებული მედალი დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში, ცურვის სახეობებს შორის პირველია.
ქართულ დელეგაციას თურქეთში პარაოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი წასიძე ხელმძღვანელობდა, მწვრთნელები კი ჰენრი კუპრაშვილი და ზურაბ ხომასურიძე იყვნენ.

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160904