ძიუდო

16:43 | 16.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

თურქულ ტატამზე ჩემპიონთა იმედად

20-22 ნოემბერს, თურქეთის საკურორტო ქალაქი ანთალია, 23-წლამდელ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ქართული დელეგაცია თურქეთში 19 ნოემბერს გაფრინდება, იქამდე კი, ნაკრების წევრები, მოსამზადებელი ეტაპის ბოლო ვარჯიშებს შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში ჩაატარებენ.
საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სოსო ლიპარტელიანმა ანთალიაში წასაყვანი შვიდეული, დასკვნით, 10-დღიან თბილისურ შეკრებაზე დაასახელა. მან არჩევანი ამ ასაკობრივი ჯგუფის საქართველოს ჩემპიონატის ოქროსმედალოსნებზე გააკეთა. ჩემპიონატი 6-7 ნოემბერს გაიმართა, მწვრთნელმა კი საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ ახლა მიიღო.
  “საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ, ევროპირველობისთვის მოსამზადებელ დასკვნით შეკრებაზე გადავედით. პირველ-მეორე ადგილზე გასული ძიუდოისტებით დაკომპლექტებული გუნდი სასტუმრო “ბატესტაში” დაბინავდა. ამ ერთი კვირის განმავლობაში კანდიდატებს დიღმის დარბაზში, ვარჯიშებზე დავაკვირდით და განაცხადში საქართველოს ჩემპიონები შევიყვანეთ. ბიჭების ამჟამინდელი ფორმით კმაყოფილი ვარ და შედეგსაც ველოდები, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში თავისზე უფროსებთან მოუწევთ ჭიდაობა” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.  23-წლამდელები თბილისურ შეკრებას 18 ნოემბერს დაასრულებენ.
თურქულ ტატამზე კი საქართველოს სახელით შემდეგი შვიდეული იასპარეზებს:
60 კგ – პაატა მერებაშვილი; 66 კგ – ზურაბ შარვაშიძე; 73 კგ – ზვიად ბაზანდარაშვილი; 81 კგ – გიგა წიკლაური; 90 კგ – არჩილ შინჯიკაშვილი; 100 კგ – ტატო მუკვანი; +100 კგ – ლევან მუქერია.
 

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162007