ბაქოს “ინტერი”, რომლის თავკაცი კახა ცხადაძეა, ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილ “ქასიმფაშას” დაუპირისპირდება. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა azerifootball.com-ი იუწყება.
“ინტერი” 5-დან 25 იანვრამდე შეკრებას თურქულ ქალაქ ბელეკში გაივლის და 4 საკონტროლო მატჩს ჩაატარებს. ბაქოელთა ერთ-ერთი მეტოქე სწორედ “ქასიმფაშა” იქნება.