სხვა

0:17 | 13.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

თურქებმა მეორედაც გვაჯობეს

საქართველოს ჭაბუკ წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მე-4 მარცხი განიცადა და თუ ასე გააგრძელა, ტურნირის 16 მონაწილეს შორის ბოლო ადგილს დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ რევაზ ჩომახიძისა და ნოდარ ჩხარტიშვილის შეგირდებმა ჯგუფურ ეტაპზე ტურნირის მასპინძელ გერმანიასთან, თურქეთთანა და ხორვატიასთან წააგეს, გუშინ კი დაბალი ადგილებისთვის ბრძოლაში, თურქებს კიდევ ერთხელ გადაეყარნენ და 4:10 (1:4, 0:3, 0:2, 1:3) დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრებს უკეთეს შემთხვევაში მეცამეტე ადგილის დაკავების შანსი დარჩა, რისთვისაც 14 აგვისტოს ჰოლანდიის გუნდის ძლევაა საჭირო, შემდეგ კი ჩვენებს კიდევ ერთი მატჩი დარჩებათ ჩასატარებელი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.218693