ავსტრალიის საკალათბურთო ნაკრები თურქეთთან მერფვედფინალური მატჩის ბოლო წუთს ხუთქულიანი უპირატესობით შეხვდა, თუმცა, დარჩენილ დროში ემირ პრელჯიჩისგან 2 სამქულიანი მიიღო და 64:65 დამარცხდა.
თურქები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იყვნენ და მართალია, საუკეთესო თამაში ნამდვილად არ ჩაუტარებიათ, საოცარი მებრძოლის ხასიათის წყალობით, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს.
ხსენებული პრელჯიჩი 16 ქულით თურქთა შორის ყველაზე შედეგიანი იყო, ავსტრალიელთა ერთ-ერთი ლიდერი ბეინსი კი 15 ქულას და 7 მოხსნას გამორჩა. მხოლოდ 4 ქულა ჩააგდო თურქების წამყვანმა კალათბურთელმა ომერ აშიკმა. ისიც ვთქვათ, რომ ავსტრალიელებს მოხსნებში დიდი უპირატესობა (44:30) არაფერში წაადგათ.
მეოთხედფინალში, რომელიც 9 სექტემბერს შედგება, თურქეთი ლიტვას დაუპირისპირდება.
მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. მეოთხედფინალი. ბარსელონა
თურქეთი – ავსტრალია 65:64 (15:18, 19:17, 12:15, 19:14)
სრული სტატისტიკა
http://www.fiba.com/basketballworldcup/2014/0709/Turkey-Australia/#tab=boxscore_statistics