უაღრესად დაძაბული გამოდგა საქართველოს მიმდინარე საკალათბურთო ჩემპიონატის მე-2 წრის ბოლოსწინა ტურის ცენტრალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს “სოხუმი” და “შსს აკადემია” დაუპირისპირდა. ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა - ფრე 87:87. ოვერტაიმშიც ფრე დაფიქსირდა – 97:97. მატჩის ბედი მეორე დამატებით ხუთწუთეულში გადაწყდა. ამჯერად უკეთ ძალოვნები გამოიყურებოდნენ და შეხვედრა მათი გამარჯვებით დასრულდა – 109:102.
ამ შეხვედრაში საუკეთესო იყო “შსს აკადემიას” ამერიკელი უკანახაზელი პერიშ ბრაუნი, რომელმაც 29 ქულა დააგროვა, 10 მოხსნა მიითვალა და სამმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა ბრაუნის თანაგუნდელი, სერბი ცენტრალური თავდამსხმელი მილე ილიჩი, რომელმაც 14 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა. ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა გუნდის კაპიტან ილია ლონდარიძეს. ზღვისპირელთა შემადგენლობაში საუკეთესო იყო ამერიკელი ცენტრალური თავდამსხმელი ჯერემი სიმონსი, რომელმაც 24 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი გააკეთა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორები გახდნენ ვახტანგ ქადარია (22 ქულა, 10 მოხსნა) და გრიგოლ შვანგირაძე (12 ქულა, 14 მოხსნა).
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
არჩილ ჟღენტი (“შსს აკადემიას მწვრთნელი): “მადლობა ჩემს კალათბურთელებს, რომლებმაც დაძაბულ ბრძოლაში საჭირო გამარჯვება მოიპოვეს. პირველ ტაიმში ჩვენი გუნდი 14 ქულით დაწინაურდა, მაგრამ ჩემი შეცდომების გამო მეტოქემ შეძლო ანგარიშის გათანაბრება. ვეთანხმები გამოთქმას “იგებს გუნდი, აგებს მწვრთნელი”. ამჯერად ისე მოხდა, როგორც გამოთქმაშია. თამაშში გამარჯვება ძირითადად კალათბურთელების დამსახურებაა. ბოლო ორ შეხვედრაში განსაკუთრებულად გვჭირდებოდა მოგებები. ბოლო ტურში “ბათუმი-რსუს” ვხვდებით სტუმრად, ამ შეხვედრისთვის უნდა მოვემზადოთ და პლეი ოფის მეოთხედფინალურ ეტაპზე მოედნის უპირატესობა მოვიპოვოთ”.
ვაჟა კვარაცხელია (“სოხუმის” მწვრთნელი): “ვულოცავ “შსს აკადემიას” გამარჯვებას. მათი მთავარი მწვრთნელი არჩილ ჟღენტი ერთ-ერთი პერსპექტიული სპეციალისტია. როცა შუა სეზონში იგი მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მე ვიწინასწარმეტყველე, რომ მისი ხელი გუნდს დაეტყობოდა და ასეც მოხდა. სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში მყოფმა “შსს აკადემიამ” ჟღენტის მოსვლის შემდეგ თამაში გამოასწორა, ლიდერთა შორის ტრიალებს და დიდი შანსები აქვს. მეც ვეთანხმები არჩილ ჟღენტის მიერ ხსენებულ გამოთქმას. თამაშის წაგება ჩემი ბრალი იყო, რადგან რამდენიმე სერიოზული შეცდომა დავუშვი. ძირითადად ვენდე ახალგაზრდებს და მთელი თამაშის სიმძიმე გამოცდილმა კალათბურთელებმა გადაიტანეს, რომლებიც დაიღალნენ და ოვერტაიმებში თავიანთი შესაძლებლობები ვერ გამოავლინეს”.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||

www.superleague.ge-ს სტატისტიკური მონაცემები