სერია A-ს ბოლო ტურის წინ, „ტორინო“ ევროპის ლიგაზე გამსვლელ მე-6 ადგილზე იმყოფებოდა. ტურინელებს ფლორენციაში მოგება ევროსაგზურს უნაღდებდა, რაც ბოლო 21 წლის განმავლობაში პირველად მოხდებოდა. ჯამპიერო ვენტურას გუნდი 2-ჯერ აგებდა, მაგრამ გათანაბრება ორივეჯერ მოახერხა. მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო, მე-4 წუთზე, „ტორინომ“ თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვა. ალესიო ჩერჩის ზუსტი დარტყმა და ტურინელები ევროპის ლიგაზე ითამაშებდნენ, მაგრამ 26 წლის თავდამსხმელს როზატიმ აუღო, რის წყალობითაც მე-6 ადგილზე „პარმა“ გავიდა.
„ჯვაროსნებმა“ ბოლოადგილოსან „ლივორნოს“ უმასპინძლეს, ამაურის დუბლით 2:0 მოიგეს და ევროსაგზური 7-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვეს.
„პარმას“ მიერ 3 ქულის აღებამ აზრი დაუკარგა „მილანის“ მოგებას. 1997-98 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „როსონერიმ“ ევროტურნირის საგზური ვერ მოიპოვა.
„ფიორენტინასა“ და „ტორინოს“ შორის გამართული შეხვედრის გარდა, ყველა მატჩი მასპინძელთა მოგებით დასრულდა. ერთ-ერთი მათგანი იყო „იუვენტუსისა“ და „კალიარის“ დაპირისპირება. ტურინელებმა მეტოქეს საქმე პირველივე ტაიმში მოუმთავრეს და 2 რეკორდი დაამყარეს. „იუვენტუსი“ ევროპის საუკეთესო 10 ჩემპიონატში მოთამაშე გუნდებს შორის ერთადერთია, რომელმაც ქვეყნის ჩემპიონატის ერთ გათამაშებაში 102 ქულის დაგროვება მოახერხა. გარდა ამისა, სერია A-ს ისტორიაში პირველად მოხდა, რომ გუნდმა ყველა საშინაო თამაში მოიგო.
ვეტერანი არგენტინელები წაგებით გააცილა „ინტერმა“. მილანური გუნდის მაისურით ბოლო თამაში ჩაატარეს ესტებან კამბიასომ, დიეგო მილიტომ და „ნერაძურის“ ლეგენდამ, ხავიერ ძანეტიმ. რაფაელ ბენიტესის გუნდი ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ „კიევოს“ ეწვია და ანგარიშის გახსნის მიუხედავად, შინ უქულოდ დაბრუნდა.
კატანია-ატალანტა 2:1 (0:0)
კატანია, “ანჯელო მასიმინო” 12380
კატანია (4-3-3): ფრიზონი, გიომბერი, ბელუსკი, კაპუანო, მონსონი (გარუფი 89), ისკო, რინაუდო, ფედატო (ავენი 86), ლეტო (ლოდი 56), ბერგესიო, კასტრო.
მწვრთნელი: მაურიციო პელეგრინო.
ატალანტა (4-4-2): სპორტიელო, რაიმონდი, ბენალუანე, ბელინი, ბრივიო (მატია 46), კონე, ჩიგარინი (ოლაუსონი 65), ბაზელი, ბრიენცა (ბენტანკურტი 72), მორალესი, დენისი.
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.
გოლები: 1:0 ლოდი (65), 1:1 კონე (80), 2:1 ბერგესიო (90+1).
გაფრთხილებები: ისკო 64 - კონე 29, ჩიგარინი 52.
მსაჯი: ჯანლუკა აურელიანო.
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 23 (9)-19 (9), კუთხური: 5-4, თამაშგარე: 6-3, სეივი: 8-7, ჯარიმა: 7-8.
იუვენტუსი-კალიარი 3:0 (3:0)
ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი” 39344
იუვენტუსი (3-1-4-2): ბუფონი (რუბინიო 54), კასერესი, ბონუჩი, ოგბონა, პირლო (პეპე 80), ლიხტშტაინერი, პოგბა, მარკიზიო, ასამოა, ლიორენტე (ოსვალდო 60), ტევესი.
მწვრთნელი: ანტონიო კონტე.
კალიარი (4-3-1-2): სილვესტრი, პერიკო, როსეტინი, ასტორი (ბასტრინი 46), აველარი, ტაბანელი, კონტი, დესენა, კოსუ (იბრაიმი 66), იბარბო (ლოი 86), პინილია.
მწვრთნელი: ივო პულგა.
გოლები: 1:0 სილვესტრი (8, ს.კ.), 2:0 ლიორენტე (15), 3:0 მარკიზიო (40).
მსაჯი: მაურო ბერგონცი.
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 13 (8)-7 (2), კუთხური: 9-2, თამაშგარე: 6-0, სეივი: 2-5, ჯარიმა: 13-10.
ჯენოა-რომა 1:0 (0:0)
გენუა, “ლუიჯი ფერარისი” 28000
ჯენოა (3-4-3): პერინი, დე მაიო, პორტანოვა, ბურდისო, ვრსალჟკო, სტურარო, კაბრალი, მარკეზე, სენტურიონი (მოტა 89), კალაიო (კონატე 79), სკული (ფეტფაციდისი 69).
მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი.
რომა (4-3-3): სკორუპსკი, ჟედვაი, ბენატია, კასტანი, ბასტოსი, ფლორენცი, ტადეი, ნაინგოლანი, ლიაიჩი (ტოტი 74), დესტრო (დოდო 78), რიკი (მაციტელი 59).
მწვრთნელი: რუდი გარსია.
გოლი: 1:0 ფეტფაციდისი (83).
გაფრთხილება: ჟედვაი 56.
მსაჯი: მასიმილიანო ირატი.
ბურთის ფლობა: 36%-64%, დარტყმა: 7 (3)-11 (4), კუთხური: 4-5, თამაშგარე: 1-7, სეივი: 4-2, ჯარიმა: 15-9.
ლაციო-ბოლონია 1:0 (0:0)
რომი, “ოლიმპიკო”
რომა (4-3-3): ბერიშა, პერეირინია, ბიავა, დიასი, რადუ, ბილია, ლედესმა (მინალა 89), ლულიჩი, კანდრევა (ანდერსონი 59), კლოზე (ტუნკარა 81), კეიტა.
მწვრთნელი: ედოარდო რეია.
ბოლონია (3-4-1-2): სტოიანოვიჩი, სორენსენი, ნატალი (ანტონსონი 46), ჩერუბინი, კრესპო, პაციენცა, ჩეხი, მორლეო, ლაშალტი (იბსონი 46), აკვაფრესკა (როდრიგესი 76), მოსკარდელი.
მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი.
გოლი: 1:0 ბილია (90+4, პენ).
გაფრთხილებები: ანდერსონი 61, პერეირინია 72 - პაციენცა 42.
მსაჯი: ფაბიო მარესკა.
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 18 (6)-8 (1), კუთხური: 8-2, თამაშგარე: 3-1, სეივი: 1-5, ჯარიმა: 11-10.
ნაპოლი-ვერონა 5:1 (3:0)
ნეაპოლი, “სან პაოლო”
ნაპოლი (4-2-3-1): დობლასი, მაჯო, ენრიკე, ბრიტოსი, გულამი, ჟორჟინიო (ლასიცკი 79), ჯემაილი (ზუნიგა 59), კალიეხონი (რადოსევიჩი 46), მერტენსი, ინსინიე, საპატა.
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.
ვერონა (4-3-3): ნიკოლასი, კაჩატორე (ტალები 55), მარკესი (რაბუსიჩი 69), მორასი, აგოსტინი (ალბერტაცი 58), სალა, დონადელი, ჰალფრედსონი, იტურბე, ტონი, მარკინიო.
მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი.
გოლები: 1:0 კალიეხონი (5), 2:0 საპატა (13), 3:0 საპატა (25), 4:0 მერტენსი (62), 4:1 იტურბე (66), 5:1 მერტენსი (77).
გაფრთხილებები: კალიეხონი 21, რადოსევიჩი 59 - აგოსტინი 54.
მსაჯი: ლუკა პაირეტო.
ბურთის ფლობა: 63%-37%, დარტყმა: 20 (11)-10 (5), კუთხური: 2-2, თამაშგარე: 0-2, სეივი: 4-6, ჯარიმა: 8-5.
კიევო-ინტერი 2:1 (0:1)
ვერონა, “მარკ ანტონიო ბენტეგოდი”
კიევო (4-1-3-2): სკვიცი, ფრეი, ბერნარდინი, დრამე, რუბინი, დაინელი (ობინა 72), რადოვანოვიჩი (კუპიში 62), ბენტივოლიო, ჰეტემაი (კალელო 86), ლაზარევიჩი, პალოსკი.
მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი.
ინტერი (3-1-4-2): კარიცო, კამპანიარო (რანოკია 46), კამბიასო, ანდრეოლი, კოვაჩიჩი (გუარინი 82), ძანეტი, ტაიდერი, ალვარესი, დ’ამბროზიო, ბოტა (ბონაცოლი 85), მილიტო.
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.
გოლები: 0:1 ანდრეოლი (41), 1:1 ობინა (73), 2:1 ობინა (90).
გაფრთხილებები: ფრეი 61, დრამე 74 - ანდრეოლი 38.
მსაჯი: ჯანლუკა მანანიელო.
ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 13 (4)-14 (3), კუთხური: 7-3, თამაშგარე: 1-2, სეივი: 2-2, ჯარიმა: 16-14.
პარმა-ლივორნო 2:0 (0:0)
პარმა, “ენიო ტარდინი”
პარმა (4-3-3): მირანტე (პავარინი 87), კასანი, პალეტა, გობი, მოლინარო, აკვა, მარკიონი (გალოპა 82), პაროლო, სკელოტო (ამაური 53), კასანო, ბიაბიანი.
მწვრთნელი: რობერტო დონადონი.
ლივორნო (4-3-2-1): ანანი (ალდეგანი 83), ჩეკერინი, რინაუდო, ემერსონი, ჯემიტი, ბიაჯანტი, მოსკერა, დუნკანი, ბელფოდილი (პიჩინი 62), სილიგარდი (ბარტოლინი 69), პაულინიო.
მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა.
გოლები: 1:0 ამაური (62), 2:0 ამაური (80).
გაფრთხილება: ჩეკერინი 28.
მსაჯი: ანდრეა დე მარკო.
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 19 (4)-6 (1), კუთხური: 7-1, თამაშგარე: 2-1, სეივი: 1-2, ჯარიმა: 15-7.
მილანი-სასუოლო 2:1 (2:0)
მილანი, “სასუოლო”
მილანი (4-3-1-2): აბიატი, დე შილიო, რამი, მექსე, კონსტანტი (ძაკარდო 63), მონტოლივო, დე იონგი, მუნტარი (ელ შაარავი 59), ტაარაბტი, კაკა (ბალოტელი 73), პაცინი.
მწვრთნელი: კლარენს ზეედორფი.
სასუოლო (4-3-3): პომინი, მენდესი (ტერანოვა 78), კანავარო, არიაუდო, ლონგი, ჩიბსა (მასუჩი 73), მანიანელი, მისიროლი (ბიონდინი 46), ბერარდი, ძაძა, სანსონე.
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო.
გოლები: 1:0 მუნტარი (2), 2:0 დე იონგი (27), 2:1 ძაძა (90, პენ).
გაფრთხილებები: მექსე 32 - არიაუდო 43.
გაძევებები: მექსე 68, დე შილიო 89 - კანავარო 86.
მსაჯი: პაოლო ვალერი.
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 16 (9)-16 (5), კუთხური: 7-6, თამაშგარე: 3-3, სეივი: 4-7, ჯარიმა: 16-13.
ფიორენტინა-ტორინო 2:2 (0:0)
ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”
ფიორენტინა (4-3-1-2): როზატი, რონკალია, როდრიგესი, ჰეგაცი, პასკუალი (რებიჩი 77), აკვილანი, პისარო, ვარგასი, ვალერო, კუადრადო (ბაკიჩი 85), როსი (ხოაკინი 62).
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.
ტორინო (3-4-1-2): პადელი, გლიკი, ვივესი, მორეტი, კურტიჩი, მაქსიმოვიჩი, ელ კადური, დარმიანი, ტაჩციდისი (ლარონდო 64), ჩერჩი, მეჯორინი (ბარეტო 64).
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.
გოლები: 1:0 როსი (57, პენ), 1:1 ლარონდო (67), 2:1 რებიჩი (79), 2:2 კურტიჩი (84).
გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: ჩერჩი 90+4.
გაფრთხილებები: პისარო 27, კუადრადო 77, როდრიგესი 83, ვარგასი 86, რონკალია 90+3 - ვივესი 56, დარმიანი 76.
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 15 (8)-15 (5), კუთხური: 7-6, თამაშგარე: 0-6, სეივი: 3-6, ჯარიმა: 13-10.