ფეხბურთი

13:07 | 18.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტურეს “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაში არ უნდა

 

“ბარსელონას” ყოფილმა და ამჟამად ინგლისის “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა იაია ტურემ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური მატჩის მოლოდინის შესახებ ისაუბრა.

მანჩესტერში თამაში დღეს გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება, 30 წლის კოტდივუარელი კი, უეფას ოფიციალურ საიტთან ამბობს, რომ კატალონური კლუბის წინააღმდეგ თამაში არ უნდა.

“ეს ძალიან რთულია და მართლა არ მინდა “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაში. ამ კლუბს უდიდეს პატივს ვცემ. იქ ჩემი მეგობრებეი თამაშობენ, რომლებიც ძლიერ დამეხმარნენ და “ბარსელონამ” ცხოვრებაში ბევრი რამ მომცა. ახლა ამ ბიჭების წინააღმდეგ “კამპ ნოუზე” მომიწევს თამაში. სტადიონზე, რომელზეც გამოსვლაზე მუდამ ვოცნებობდი. მე იქ ვბრუნდები, მაგრამ სხვა გუნდის მაისურით. არ მსურს იმ გულშემატკივრების წინაშე თამაში, რომლებიც გვერდით მედგნენ, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. ველოდები დიდებულ შეხვედრას უდიდეს კლუბთან გამორჩეული ისტორიით. გვსურს ვაჩვენოთ ჩვენს გულშემატკივრებს, რომ სწორ გზას ვადგავართ” - განაცხადა ტურემ.

ტურემ “ბარსელონაში” სამი სეზონი გაატარა და “სიტიში” 2010 წელს გადავიდა.

0.114831