თურქული და ბრიტანული მედიის ბოლოდროინდელი ცნობებით, კოტდივუარის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" მცველი კოლო ტურე, "ტრაბზონში" გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა მოლაპარაკება ჩაიშალა.
33 წლის ფეხბურთელს "მერსისაიდელებთან" კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში ეწურება. "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ კი, ბრენდან როჯერსთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელი ინგლისს არ დატოვებს.
"კოლო ტურე, შესანიშნავი მოთამაშეა. ჩვენ იგი იმიტომ მოვიყვანეთ, გამარჯვების გემო იცის. შეიძლება იგი ყველა მატჩში არ თამაშობს, მაგრამ როდესაც მოედანზეა, ბრწყინვალედ ასპარეზობს. ვარჯიშებზე მისი ბრძოლისუნარიანი განწყობა გადამდებია. ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც ჯერარდი და ტურე არიან, კლუბისთვის მხოლოდ კარგი შედეგის მოტანა შეუძლიათ, ისინი სხვა ფეხბურთელებს მაგალითს აჩვენებენ." - განაცხადა როჯერსმა.
კოლო ტურემ გასულ სეზონში 24 მატჩი ჩაატარა და თავი 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ლონდონის "არსენალის" და "მანჩესტერ სიტის" ყოფილ ფეხბურთელს თურქული კლუბი მეტ სათამაშო დროს ჰპირდებოდა, თუმცა ლივერპულელებმა გამოცდილი მოთამაშე შეინარჩუნეს.
გიორგი ბალახაძე