ფეხბურთი

17:28 | 11.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტურე დისკვალიფიკაციას გადაურჩა

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი იაია ტურე 3-მატჩიან დისკვალიფიკაციას გადაურჩა.

“ნორვიჩთან” გამართულ შეხვედრაში, ტურემ რიკი ვან ვოლფსვინკელის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, მაგრამ შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ჯონათან მოსიმ კოტ დ’ივუარელი შუახაზელი არ დასაჯა.

ინგლისური პრესის ცნობით, ტურეს საკითხის შესწავლა ფეხბურთის ასოციაციის დამოუკიდებელმა კომისიამ დაიწყო, მაგრამ თუ The Guardian-ს დავუჯერებთ, ფეხბურთელი სასჯელს გადაურჩა.

0.115225