მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველი არდა თურანი სტამბულის “გალათასარაიში” დაბრუნებას არ გეგმავს. ამის შესახებ განცხადება 26 წლის თურქის აგენტმა ახმეთ ბულუთმა გააკეთა.
“თურანი “ატლეტიკოსთვის” ძვირფასი მოთამაშეა. მადრიდელთა ხელმძღვანელობა მისი გაყიდვის ვარიანტს არც განიხილავს. უახლოეს პერიოდში, “ატლეტიკოს” ხელმძღვანელებს შევხვდებით და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრებთ. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ თუკი არდა მადრიდს დატოვებს, თურქეთში ნამდვილად არ დაბრუნდება”, - ციტირებს ბულუთის სიტყვებს Goal-ი.
შეგახსენებთ, რომ თურანი “ატლეტიკოში” 2 წლის წინათ, “გალათასარაიდან” გადავიდა. უკანასკნელ პერიოდში, ესპანური პრესა თურქს სტამბულში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებდა.