საფრანგეთის ნაკრების ყოფილ მცველ ლილიან ტურამს ოჯახურ ძალადობაში სდებენ ბრალს. ფრანგული პრესის ცნობით, ვეტერანი ფეხბურთელის ყოფილმა მეგობარმა ქალმა, 41 წლის კარინ ლე მარშანმა 4 სექტემბერს პოლიციას მიმართა. ძალადობაში ეჭვმიტანილ ექსფეხბურთელს 17 სექტემბერს დაკითხავენ.
ლილიან ტურამმა საფეხბურთო კარიერა 2008 წელს დაასრულა, 36 წლის ასაკში. ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილება იძულებით მიიღო, გულთან დაკავშირებული პრობლემის გამო.