ფეხბურთი

23:41 | 18.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

"თუნმა" "ჩიხურას" გამოცდილებით აჯობა

“ჩიხურა” “ვადუცთან” გამარჯვების შემდეგ საქართველოში არ დაბრუნებულა. გუნდმა ავსტრიაში გააგრძელა მზადება და 16 ივლისს ჩავიდა შვეიცარიაში. ვარჯიშებმა ნაყოფიერად ჩაირა, თუმცა საკუთრივ მატჩში, საჩხერელებს, ერტყობა, მაინც გამოცდილება არ ეყოთ. ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი შეხვედრა, მათთვის მარცხიანდ დამთავრდა.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, მაგრამ პირველი სახიფათო მომენტი საჩხერელებმა შექმნეს - მე-8 წუთზე, რატი წინამძღვრიშვილმა ბურთი ხარიხას გაარტყა. სამაგიეროდ, უკვე მე-10 წუთზე თუნელებმა გახსნეს ანგარიში, კოტდ’ივუარელმა სანოგო ჟუნიორმა თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა. შემდეგაც, ტერიტორიულ უპირატესობას შვეიცარიელები ფლობდნენ, სომხიშვილმა ორჯერ გადაარჩინა თავისიანები: ჯერ ვენესუელელი ჟოზე მარტინესის, მერე კი იმავე სანოგო ჟუნიორის დარტყმების შემდეგ. ტაიმის ბოლოს, მასპინძლებმა მაინც იმარჯვეს, გოლი იტალიელმა ენრიკო სკირინციმ გაიტანა.

მეორე ტაიმში სურათი არ შეცვლილა. მასპინძლები მეტს უტევდნენ, სტუმრები თავის უკეთ დაცვას ცდილობდნენ. ჩვენიანებს ცოტა ნერვიულობაც დაეტყოთ, შედეგად, ბოლოსკენ 3 ყვითელი ბარათი მიიღეს. 

მოკლედ, “თუნმა” დამსახურებულად გაიმარჯვა, მაგრამ 25 ივლისს, წინ საპასუხო მატჩია. ვინ იცის...…

თუნი (შვეიცარია) - ჩიხურა (საჩხერე) 2:0 (2:0)

18 ივნისი. თუნი. "არენა თუნი."

თუნი: მოზერი, სულმონი, რაინმანი, ვიტვერი, ლუტი, ჰედიგერი, სკირინცი, სალამანი (გასერი 83), სანოგო ჟუნიორი, მარტინესი (კასიო 68), შნოივლი (სადიკი 59)

მთავარი მწვრთნელი: ურს ფიშერი

ჩიხურა: სომხიშვილი, ჩიკვაიძე (ქიმაძე 46), კაშია, რეხვიაშვილი, ჯიღაური, ლომაშვილი, დათუნაიშვილი, ბეჭვაია, ოდიკაძე, წინამძღვრიშვილი (გოგატიშვილი 86), დეკანოიძე

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გოლები: 1:0 სანოგო ჟუნიორი (12), 2:0 სკირინცი (38)

გაფრთხილება: ჰედიგერი (10), მარტინესი (41); კაშია (74), ბეჭვაია (82), გოგატიშვილი (90)

მსაჯი: ივაილო სტოიანოვი (ბულგარეთი)

0.131216