კალათბურთი

15:42 | 12.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

თსსუ მეშვიდეა

თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე სუპერლიგის პლეი ოფში დერბი შედგა. მე-7 ადგილისთვის დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება 96:91 სამედიცინო გუნდს ერგო. შესაბამისად, თსუ მე-8 ადგილი დაიკავა. გამარჯვებულთაგან საუკეთესო აკაკი დვალიშვილი იყო (27 ქ. და 13 მ.). დამარცხებულთაგან ორმაგი დუბლი ზურა მაისურაძემ შეასრულა (17 ქ. 16 მ.). ყველაზე მეტი - 26 ქულა მიხეილ ჩიტაიშვილმა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ მატჩში თსსუ ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ბექა ჩიკვილაძე ვერ ეხმარებოდა, რადგან ბექამ სეზონი თსუ შემადგენლობაში დაიწყო და კონტრაქტის მიხედვით, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ასპარეზობის უფლება არ ჰქონდა.
კახა შენგელია, თსსუ-ს მწვრთნელი: “ჩემს ბიჭებს გამარჯვებას ვულოცავ და სანახაობრივი თამაშისთვის მადლობას ვუხდი. მეტოქემ ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, თუმცა შემადგენლობით ვჯობდით და ამიტომ გავიმარჯვეთ”.
ნემანია ილიჩი, თსსუ-ს კალათბურთელი: ”უნივერსიტეტებს შორის საუკეთესოები ვართ, რაც ამ ეტაპზე ძალიან სასიამოვნოა”.
ნუგზარ ჭეიშვილი, თსუ-ს მწვრთნელი: “სამედიცინოს” გამარჯვებას ვულოცავ და კიდევ უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებ. ჩვენმა ბიჭებმა თავი არ დაზოგეს, მაგრამ ნერვიულობის გამო საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს”.
მიხეილ ჩიტაშვილი, თსუ-ს კალათბურთელი: “ბატონი ნუგზარის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ასეთი შესუსტებული შემადგენლობით ღირსეული თამაში ვაჩვენეთ”.
ახლა მიმდინარეობს ნახევარფინალური შეხვედრა ოლიმპსა და ქუთაისს შორის.

რუსუდან ჭუმბურიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088561