ლონდონის “ჩელსის” ყოფილი დირექტორი ტრევორ ბირჩი რომან აბრამოვიჩთან მის ურთიერთობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ რუსი ბიზნესმენის მიერ “არისტოკრატების” შესყიდვა მისთვის გასაკვირ ვითარებაში მოხდა.
“როდესაც აბრამოვიჩი ჩემთან პირველად მოვიდა, ის ინგლისურად ვერ საუბრობდა და თარჯიმნის მომსახურებით სარგებლობდა. არ ვიყავი დარწმუნებული, რომ რაც ხდებოდა, ის რეალობა იყო. მის შესახებ არაფერი ვიცოდი. აბრამოვიჩზე ინფორმაციის მოძიება “გუგლის” დახმარებითაც კი ჭირდა. მეგონა, რომ ფარული კამერის ობიექტი ვიყავი.
როდესაც “ჩელსის” გაყიდვის პროცესს დავუკვირდი, გავოცდი, რადგან ყველაფერი მხოლოდ 10 წუთს გაგრძელდა. ასეთი რამ არასდროს მინახავს.
კლუბის შესყიდვის შემდეგ, აბრამოვიჩს ვურჩიე, ნუ იქნებოდა ძუნწი და შემადგენლობის გასაძლიერებლად დაახლოებით 20 მილიონი ფუნტი გამოეყო. მომდევნო 6 კვირაში მან ტრანსფერებში 140 მილიონი ჩადო. ასეთი რამ ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში მანამდე არასდროს მომხდარა. ეს ფუნდამენტალურ ცვლილებებს ნიშნავდა.
აბრამოვიჩს ვუთხარი, რომ ბილეთებზე ფასის შემცირება კარგი იქნებოდა. ასეთ შემთხევაში, გულშემატკივრებს კლუბი კიდევ უფრო შეუყვარდებოდათ. პასუხად მივიღე, რომ ახალ ხელმძღვანელობას მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესის შექმნა სურდა. თუმცა, შემდგომში ტრანსფერებში დახარჯული თანხის გათვალისწინებით, ამ ფრაზას ირონიით ვიხსენებ.” – ციტირებს ტრევორ ბირჩის სიტყვებს London Evening Standart-ი.