ფეხბურთი

21:38 | 31.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტრემულინასმა სეზონის ბოლომდე “სენტ ეტიენს” მიაშურა

კიევის “დინამოს” ფრანგი მარცხენა მცველი ბენუა ტრემულინასი “სენტ ეტიენში” გადავიდა. 28 წლის ფეხბურთელი “მწვანეების” რიგებში მიმდინარე სეზონის ბოლომდე, არენდით ითამაშებს.

ტრემულინასი “დინამოში” გასულ ზაფხულში, “ბორდოდან” გადავიდა. უკრაინული გუნდის მაისურით მან 13 თამაში ჩაატარა, 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და ერთი ავტოგოლი გაიტანა.

0.118618