ტრავმის მიუხედავად, “მანჩესტერ სიტის” მცველი ვენსან კომპანი ბელგიის ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული. ამის შესახებ Sky Sports-ი იუწყება.
“კომპანი ფიზმომზადების მწვრთნელთან გადის კონსულტაციებს. ჩვენი გუნდისთვის, ვენსანი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. ოთხშაბათს ან ხუთშაბათს გადავწყვეტთ, დაგვეხმარება თუ არა უახლოეს მატჩებში”, - განაცხადა ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ ვიტალ ბორკელმანსმა.
აღსანიშნავია, რომ კომპანის იანვრის შემდეგ აღარ უთამაშია. “სიტის” მესაჭე რობერტ მანჩინი მცველს სრულად გამოჯანმრთელების საშუალებას აძლევდა და ცხადია, ბელგიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით აღშფოთებულია.
ცნობისათვის, 22 და 26 მარტს, ბელგიელები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ჩაატარებენ მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ.