მექსიკის საკურორტო ქალაქ აკაპულკოში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში გასვლა 31 წლის ესპანელმა დავიდ ფერერმა ტრავმის გამო ვერ შეძლო. ფერერმა სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონს პირველი სეტი 6:2 მოუგო, მეორე პარტიის დასრულება კი ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ მოახერხა. მატჩის შეწყვეტის მომენტში 4:2 წინ ანდერსონი იყო.
ფინალში გასასვლელად კევინ ანდერსონი უკრაინელ ოლეკსანდრ დოლგოპოლოვს შეხვდება, რომელმაც მეოთხედფინალში 2 სეტით ხორვატ ივო კარლოვიჩს სძლია.
დოლგოპოლოვს ზედიზედ მეორე ტურნირის ფინალში გასვლის შანს აქვს. წინა კვირაში უკრაინელმა რიო დე ჟანეიროს შეჯიბრების დასკვნით მატჩში ითამაშა და რაფა ნადალთან 3:6, 6:7 დამარცხდა.







