ფეხბურთი

14:43 | 28.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტრაპატონის მექსიკელები ეპატიჟებიან

ირლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ჯოვანი ტრაპატონიმ, შესაძლოა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შემდეგ მექსიკის ნაკრები გაწვრთნას.

როგორც La Repubblica იტყობინება, 74 წლის იტალიელი სპეციალისტი უკვე გაემგზავრა მექსიკაში, ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან თანამშრომლობის დეტალების განსახილველად.

შეგახსენებთ, რომ მექსიკის ეროვნულ ნაკრებს ამჟამად სათავეში მიგელ ერერა უდგას და  ბრაზილიაში მუნდიალზე სწორედ ის გაუძღვება გუნდს. რაც შეეხება ტრაპატონის, ასაკოვანმა იტალიელმა ირლანდიის ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლოს დატოვა, მას შემდეგ რაც ირლანიელებმა მუნდიალის საგზურის მოპოვება ვერ შეძლეს. 

0.117469