ამერიკელმა ჯეიმს ბლეიკმა საჩოგბურთო კარიერა შარშან დაასრულა, ფლორიდის შტატის ტამპაში სახლი იყიდა და გულშემატკივრების თვალსაც მიეფარა. დღეს კი ერთ დროს რეიტინგსიის მეოთხე ნომერმა თავი ტრაგედიით შეგვახსენა. ბლეიკის სახლი ხანძარმა იმსხვერპლა, ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ცეცხლს 3 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
თავად ჯეიმსი შინ არ იმყოფებოდა, მეხანძრეებმა კი სახლში შესვლა ძლიერი ცეცხლისა და მხრჩოლავი ბოლის გამო დიდხანს ვერ მოახერხეს.
ბლეიკს АТР-tour-ის 10 ტურნირი აქვს მოგებული, ხსენებული სახლი კი 2005 წელს მილიონნახევარ დოლარად შეიძინა.







