ინდონეზიის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში ტრაგედია დატრიალდა – ფეხბურთელი მეტოქე გუნდის მეკარესთან შეჯახების შედეგად მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა.
10 მაისს, “პერსირაჯა” “სიგლის” მასპინძლობდა. მასპინძელთა ერთ-ერთი შეტევის დროს, სტუმართა მეკარემ, აგუს რაჰმანმა მეტოქე გუნდის თავდამსხმელს, აკლი ფაირუზს მუცელში ფეხი ძლიერად ჩაარტყა. მალევე გაირკვა, რომ არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და რაჰმანის კარიდან გამოსვლა საჭირო საერთოდ არ იყო.
აკლი ფაირუზი მალევე შეცვალეს და მან თამაშს თვალი სათადარიგოთა სკამიდან მიადევნა. მოგვიანებით, ის სააავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გაირკვა, რომ ფეხბურთელს შინაგანი ორგანოები ჰქონდა დაზიანებული. აკლი ფაირუზი სიკვდილს დაახლოებით ერთი კვირა ებრძოდა, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.